Загрузка...

Реклама
» » გოგრის ნამცხვარი ფორთოხლით /gogris namcxvari fortoxlit (კულინარია, რეცეპტები)
loading...

გოგრის ნამცხვარი ფორთოხლით /gogris namcxvari fortoxlit (კულინარია, რეცეპტები)

საჭირო მასალა: 600 გ გოგრა, 250 გ დარბილებული კარაქი, 250+150 გ შაქარი, 1 შეკვრა ვანილის შაქარი, მარილი, 6 ცალი კვერცხი, 500 გ ფქვილი, 1 შეკვრა გამაფხვიერებელი ფხვნილი, 2-3 ცალი წვნიანი ფორთოხალი, 3-4 ცალი ლიმონი.
მომზადება: გოგრის რბილობი დავჭრათ, დავასხათ 100 მლ წყალი და თავდახურული ცეცხლზე დავდგათ. როდესაც დარბილდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან, ამოვიღოთ და ბლენდერით დავაქუცმაცოთ. კექსის ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაფრქვიოთ ფქვილი. ღუმელი 170 გრადუსზე გავაცხელოთ. კარაქი, შაქარი, ვანილის შაქარი, მწიკვი მარილი კარგად ავთქვიფოთ. შევათქვიფოთ კვერცხი, ფქვილი და გამაფხვიერებელი ფხვნილი. ცომს შევურიოთ გოგრის რბილობი და ღუმელში დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ვაცხოთ. მზა ნამცხვარი 20 წუთი გავაჩეროთ ფორმაში და შემდეგ გადმოვიღოთ. ფორთოხალი და ლიმონი გამოვწუროთ. დაახლოებით 300 მლ წვენს დავუმატოთ 150 გ შაქარი და მოვხარშოთ სქელი სიროფი. ფორმიდან გადმოღებული თბილი ნამცხვარი დავჩხვლიტოთ და მოვასხათ სიროფი. ნამცხვარს ძალიან უხდება გათქვეფილი ნაღები ან არაჟანი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 400
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული