Реклама
» » სამარხვო ფუნთუშები /samarxvo funtushebi (კულინარია, რეცეპტები )
Загрузка...

სამარხვო ფუნთუშები /samarxvo funtushebi (კულინარია, რეცეპტები )

საჭირო მასალა: 250 მლ თბილი წყალი, 1 ჩ.კ. მშრალი საფუარი, 2 ს.კ. ზეთი, 3 ს.კ. შაქარი, 0,5 ჩ.კ. მარილი, 10 გ ვანილის შაქარი, 1 ს.კ. ქუნჯუთის მარცვლები ან ხაშხაში, 0,5 ჭიქა ქიშმიში, 2,5-3 ჭიქა ფქვილი.
მომზადება: ქიშმიშს დავასხათ ცხელი წყალი და 5 წუთი ასე გავაჩეროთ, რომ დალბეს. შემდეგ გადავწუროთ, გავაშროთ და 1 ჩ.კ. ფქვილთან ერთად ავურიოთ. თასში გავცრათ 1 ჭიქა ფქვილი, დავუმატოთ საფუარი, შაქარი, მარილი და ვანილი, ავურიოთ და წვრილი ნაკადით დავასხათ თბილი წყალი. თან ვურიოთ. ვამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. ზელა განვაგრძოთ ზეთიანი ხელებით, დავუმატოთ ქიშმიში და დავდგათ, რომ აფუვდეს.
ცომი გადმოვიტანოთ ხის დაფაზე, გავაბრტყელოთ და წავუსვათ ზეთი. აქეთ-იქიდან გადმოვკეცოთ და გავაბრტყელოთ. ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და კიდევ დავდგათ, რომ აფუვდეს. აფუებული ცომი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავაწყოთ ცხიმწასმულ ფორმაში და კიდევ 20 წუთი დავდოთ თბილ ადგილას. შემდეგ ზემოდან მოვაყაროთ ხაშხაში ან ქუნჯუთის მარცვლები და გამოვაცხოთ წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. როდესაც ფუნთუშები შეგრილდება, მოვაყაროთ შაქრის პუდრა.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 3 022
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული