Реклама
» » ტრუფელის ტორტი მუსითა და თეთრი შოკოლადით /triufelis torti musita da shokoladit (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ტრუფელის ტორტი მუსითა და თეთრი შოკოლადით /triufelis torti musita da shokoladit (კულინარია, რეცეპტები)

საჭირო მასალა:

შავი მწარე შოკოლადი- 220 გ

კარაქი- 220 გ

შაქარი- 1 ჭიქა

კვერცხი- 6 ცალი

კაკაოს ფხვნილი- ½ ჭიქა

ვანილი- 1 ჩ.კ

თბილი წყალი- 1.3 ჭიქა

ხსნადი ყავა- 1ს.კ



თეთრი შოკოლადის მუსისთვის საჭირო მასალა:

თეთრი შოკოლადი- 165 გ

გამაფხვიერებელი- 3 ს.კ

კარაქი- 3ს.კ

4 კვერცხის ცილა

შაქარი- 2ს.კ

ვანილი- 1 ჩ.კ

ცხიმიანი ნაღები- 1,5 ჭიქა+ 2 ს.კ

მომზადება:

1. ღუმელი გაახურეთ 175 გრადუსზე
2. ტორტის ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი,მოათავსეთ კარაქი და დატეხილი შოკოლადი. დაელოდეთ სანამ შოკოლადიც და კარაქიც ბოლომდე არ გადნება.

3. გახსენით ყავა თბილ წყალში, დაუმატეთ ვანილი და მარილი. შემდეგ დაუმატეთ შოკოლადის გამდნარ მასას. ამის პარალელურად კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ კაკაო და მანამ ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

4. ორივე მასა ერთმანეთში აურიეთ, გადაიტანეთ ფორმაში და აცხვეთ 50 წუთის განმავლობაში.

5. მუსი. თეთრი შოკოლადი დატეხეთ და აურიეთ კარაქთან და გამაფხვიერებელთან ერთად. 30 წუთით შედგით მიკროტალღურ ღუმელში- შუალედებში რამდენჯერმე მოურიეთ. ამასობაში ათქვიფეთ კვერცხის ცილა და შაქარი და მოათავსეთ ორთქლის აბაზანაზე.

6. გააჩერეთ დაახლოებით 5 წუთის გამავლობაში. გადმოიღეთ ცეცხლიდან, დაუმატეთ ვანილი და თეთრი შოკოლადის მასა.

7. დაუმატეთ 2 ს/კ ნაღები და თქვიფეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. აცადეთ, სანამ არ შეგრილდება ოთახის ტემპერატურამდე.

8. 1,5 ჭიქა ნაღები მანამ თქვიფეთ, სანამ ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. თავიდან გათქვეფილი ნაღების მხოლოდ 1/3 დაამატეთ შოკოლადის მასას, შემდეგ კი დანარჩენი დაუმატეთ.

9. მუსი დაასხით უკვე გაციებულ ნამცხვრის ბისკვიტს და შედგით მაცივარში ერთი საათით. მოსართავად შეგიძლიათ ნამცხვარს ზემოდან კაკაოს ფხვნილი მოაყაროთ და ფიტნის ფოთლებით გააფორმოთ.
ტრუფელის ტორტი მუსითა და თეთრი შოკოლადით /triufelis torti musita da shokoladit (კულინარია, რეცეპტები)ტრუფელის ტორტი მუსითა და თეთრი შოკოლადით /triufelis torti musita da shokoladit (კულინარია, რეცეპტები)скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 553
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული