Реклама
» » ტოსკანური ღვეზელი მოხარშული კრემით /toskanuri gvezeli moxarshuli kremit (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ტოსკანური ღვეზელი მოხარშული კრემით /toskanuri gvezeli moxarshuli kremit (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ცომი
ფქვილი 200 გ
სოდა 1/2 ჩ.კ
კარაქი 75 გ
შაქარი 75 გ
კვერცხი 1
1/2 ლიმონის ცედრა
ვანილი
კრემი
რძე 350 მლ
ფქვილი 1 ს.კ
კვერცხი 2
1/2 ლიმონის ცედრა
შაქარი 100 გ
ვანილი
ნუშის ფირფიტები

გაცრილ ფქვილს დაამატეთ დაჭრილი კარაქი და ხელით კარგად აურიეთ, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ. შემდეგ შეურიეთ შაქარი და ცედრა. დაამატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ. ცომი შეინახეთ მაცივარში.

რძეს დაამატეთ ცედრა და გააცხელეთ. პარალელურად კარგად აურიეთ ერთმანეთში კვერცხი, ფქვილი, შაქარი და ვანილი. დაასხით ცხელი რძე და კარგად გახსენით. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და მოხარშეთ გასქელებამდე, თან ხშირად ურიეთ. კრემი ბოლომდე გააციეთ.

ცომი გაყავით ორ ნაწილად, 1 მათგანი მეორეზე ცოტა მეტი რომ იყოს. დიდი ნაწილი გააბრტყელეთ და ჩააფინეთ 22 სმ ფორმაში, ისე , რომ გვერდებიც ამოუყვანოთ. ამოავსეთ კრემით. გააბრტყელეთ მეორე ნაწილი ცომი და დააფარეთ. გვერდები კარგად მიუწებეთ. მოაყარეთ ნუში (ან ნიგოზი) და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთი. ფორმიდან ამოიღეთ გაციების შემდეგскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 521
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული