Загрузка...

Реклама
» » უგემრიელესი საშობაო ნამცხვარი /sashobao namcxvari (კულინარია, რეცეპტები)
loading...

უგემრიელესი საშობაო ნამცხვარი /sashobao namcxvari (კულინარია, რეცეპტები)

რეცეპტის ინგრედიენტები:

5 სუფრის კოვზი სიროფი – მაგალითად ფორთოხლისა და შტოშის წვენის ნაზავი, ცივი შავი ჩაი ან, თუ ძალიან გიყვართ, ბრენდი ან სხვა სპირტიანი სასმელი
900 გრ. ჩირის ასორტი, მაგალითად გარგარი, ფინიკი, ლეღვი, შავი ქლიავი, დაშაქრული ალუბალი, მოცვის ჩირი, დაშაქრული ფორთოხლის კანი, 1 სმ. ნაჭრებად დაჭრილი
500 გრ. ქიშმიში ან შტოში (გემოვნებით) – სხვადასხვა ფერის. აგრეთვე ლიმონის ცედრა და მოზრდილი ფორთოხლისა და ლიმონის წვენი
350 გრ. დარბილებული კარაქი, ოთახის ტემპერატურის
300 გრ. ყავისფერი შაქარი. მუქი შაქრით მუქ ბისკვიტს მიიღებთ.
5 ცალი დიდი სოფლის კვერცხი
100 გრ. გახეხილი ნუში
150 გრ. გარჩეული და მსხვილად დაჭრილი თხილი, ნიგოზი ან ნუში
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებლი
350 გრ. ფქვილი
1. ნამცხვრის გამოცხობამდე ერთი ღამით ადრე პატარა ქვაბში ჩაასხით სითხე და გააჩერეთ დაბალ ტემპერატურაზე (არ აადუღოთ). შემდეგ თასში ჩირი და ცედრა მთლიანად ჩაყარეთ. აურიეთ კარგად და გააჩერეთ მთელი ღამით, რომ გაცივდეს და კარგად გაიჟღინთოს – ჩირი გახდება წვნიანი და სავსე, რაც ცხობისთვის საუკეთესოა. კარაქი მაცივრიდან გამოიღეთ და გააჩერეთ მთელი ღამით, რათა დარბილდეს.

2. მეორე დღეს, წინასწარ გაახურეთ ღუმელი 160°C–ზე და ორმაგად დააფინეთ პერგამენტი(კალკა) მრგვალ 20 სმ. დიამეტრიან საცხობ ლანგარს, რომ ერთი–ორი სანტიმეტრით ნაპირებს გადმოსცდეს. მიქსერით აურიეთ დარბილებული კარაქი და შაქარი ასევე შეგიძლიათ ათქვიფოთ ხელის სათქვეფითაც დიდ თასში. თქვიფეთ მსუბუქი და ფაფუკი მასის მიღებამდე – თანდათან თქვეფისას მასა გაღიავდება და მიიღებთ ფაფუკ ცომს.

3. სათითაოდ გატეხეთ და დაუმატეთ კვერცხი, ყოველ ჯერზე მიაყოლეთ სავსე კოვზი ნუში, რომ ნაზავი არ აიჭრას. ამის შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარჩენილი გახეხილი ნუში ასევე თხილეული და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ წინასწარ გაჟღენთილი ჩირი – თასის ძირში სითხე აღარ უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად დაუმატეთ თასში დარჩენილი წვეთებიც კი. ათქვიფეთ კარგად და დროდადრო თასის კედლები ჩამოფხიკეთ, რომ ყველაფერი მთლიანად აითქვიფოს.

4. მიღებული ნაზავით შეავსეთ საცხობი ფორმის ¾ ნაწილი და ზედაპირი კარგად მოასწორეთ, რომ ბრტყელი ბისკვიტი მიიღოთ. შესაძლოა, საკმაო რაოდენობის ნაზავი დაგრჩეთ ზედმეტად. მათგან შეგიძლიათ პატარა ნამცხვარი ან ბევრი პატარ–პატარა საახალწლო კექსი გამოაცხოთ.

5. აცხვეთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ ნამცხვარი შემოატრიალეთ (იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ღუმელი თანაბრად არ ცხელდება), შეამცირეთ ტემპერატურა 150°C-მდე და აცხვეთ კიდევ 1 საათით. ნამცხვრის მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით ან თხელი დანის პირით – თუ მზადაა, შესაძლოა, დანამ რამდენიმე ნამცეცი მიიკრას, თუმცა თხელი ნარევი აღარ უნდა იყოს. შესაძლოა დასჭირდეს კიდევ 30 წუთით ცხობა, დრო თქვენს ნარევზეა დამოკიდებული.

6. ცხობის შემდეგ ნამცხვარი ფორმაშივე გააგრილეთ, რომ ფორმა არ დაკარგოს. როცა მისართმევად მზად იქნება, შეგიძლიათ ან ცოტაოდენი პუდრა მოაყაროთ ან დაფაროთ მარციპანით და მორთოთ და გააფორმოთ თქვენი გემოვნებით. ნამცხვარი ძალიან კარგად ინახება დიდი ხნით, ასე რომ მისი მომზადება შობამდე რამდენიმე დღით ადრეც შეგიძლიათ.უგემრიელესი საშობაო ნამცხვარი /sashobao namcxvari (კულინარია, რეცეპტები)უგემრიელესი საშობაო ნამცხვარი /sashobao namcxvari (კულინარია, რეცეპტები)უგემრიელესი საშობაო ნამცხვარი /sashobao namcxvari (კულინარია, რეცეპტები)скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 2 042
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული