Реклама
» » გერმანული შოკოლადის ტორტი /germanuli shokoladis torti (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

გერმანული შოკოლადის ტორტი /germanuli shokoladis torti (კულინარია, რეცეპტები)

ბისკვიტი
ზეთი 1 ჭიქა
ფქვილი 2.5 ჭიქა
შაქარი 2 ჭიქა
კაკაო 1/4 ჭიქა
სოდა 1 ჩ.კ
რძიანი შოკოლადი 120 გ
კვერცხი 3
რძე 1 ჭიქა
კრემი:
ნიგოზი 1.5 ჭიქა
რძე 1 ჭიქა
კვერცხის გული 3
შაქარი 3/4 ჭიქა
კარაქი 4 ს.კ
თაფლი 2-3 ს.კ
ვანილი
ქოქოსის ფანტელი 1 -1.5 ჭიქა
მინანქარი
რძიანი შოკოლადი 150 გ
ნაღები ან რძე 50-60 მლ
გაახურეთ ღუმელი 175 გრადუსზე. 22-24 სმ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.
შეურიეთ ერთმანეთს გაცრილი ფქვილი, კაკაო, სოდა, მწიკვი მარილი. გაადნეთ შოკოლადი ორთქლზე.
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე,შემდეგ შეურიეთ ზეთი და გამდნარი შოკოლადი.შემდეგ რძე დაამატეთ, ბოლოს კი ფქვილიანი ნარევი.

გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ.

სანამ ნამცხვარი გაცივდება, მოხალეთ ნიგოზი და დაჭერით.
მოამზადეთ კრემი: კარგად შეურიეთ ერთმანეთს რძე და კვერცხის გული. დაამატეთ შაქარი, კარაქი, ვანილი და რბილი გემოს მქონე თხელი თაფლი. მოხარშეთ საშუალოზე დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. კრემი რომ შესქელდება (მოხარშლი კრემის მსგავსად), გადმოდგით და გააციეთ. შეურიეთ ქოქოსი და ნიგოზი. გამოყენებამდე გააჩერეთ მაცივარში.

მოამზადეთ მინანქარი: დამტვრეულ შოკოლადს დაასხით ცხელი ნაღები ან რძე და კარგად გახსენით. გააციეთ და გააჩერეთ მაცივარში, რომ შესქელდეს.
ბისკვიტი გაჭერით სამად. ორ ფენას წაუსვით კრემი, ზემოდან კი დაფარეთ შოკოლადის მინანქრით. მორთეთ ქოქოსით და ნიგვზით.
გერმანული შოკოლადის ტორტი /germanuli shokoladis torti (კულინარია, რეცეპტები)გერმანული შოკოლადის ტორტი /germanuli shokoladis torti (კულინარია, რეცეპტები)გერმანული შოკოლადის ტორტი /germanuli shokoladis torti (კულინარია, რეცეპტები)გერმანული შოკოლადის ტორტი /germanuli shokoladis torti (კულინარია, რეცეპტები)გერმანული შოკოლადის ტორტი /germanuli shokoladis torti (კულინარია, რეცეპტები)გერმანული შოკოლადის ტორტი /germanuli shokoladis torti (კულინარია, რეცეპტები)скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 2 029
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული