Загрузка...

Реклама
» » ბრაუნი ნიგვზით /brauni nigvzit (კულინარია, რეცეპტები)
loading...

ბრაუნი ნიგვზით /brauni nigvzit (კულინარია, რეცეპტები)

შემადგენლობა:
250 გ შაქარი,
200 გ შავი შოკოლადი,
250 გ კარაქი,
45 გ კაკაოს ფხვნილი,
4 ცალი კვერცხი,
200 გ ნიგოზი,
125 გ ფქვილი,
1/4 ჩ.კ. გამაფხვიერებელი ფხვნილი,
¼1/4 ჩ.კ. მარილი,
მწიკვი ვანილი.
გამდნარი შოკოლადი და ნიგოზი – მოსართავად.

მომზადების წესი:
დანით დავთალოთ ნიგოზი ან მსხვილად დავფქვათ და გაცხელებულ ტაფაზე უცხიმოდ მოვხალოთ. კარაკი კუბებად დავჭრათ, შოკოლადი დავამტვრიოთ, ეს ყველაფერი მოვათავსოთ თასში და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ. შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ. ფქვილში ავურიოთ გამაფხვიერებელი ფხვნილი, მარილი, ვანილი და კაკაო. თხევად ინგრედიენტებში შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად ავურიოთ. ცომი ჩავასხათ ცხიმწასმულ ფორმაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთი ვაცხოთ. მზა ნამცხვარი მოვრთოთ გამდნარი შოკოლადითა და ნიგვზით.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 447
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული