Реклама
» » ქლიავის ფხვიერი ნამცხვარი /qliavis fxvieri namcxvari (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ქლიავის ფხვიერი ნამცხვარი /qliavis fxvieri namcxvari (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:

4 ს.კ. ფქვილი
1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
1 პაკეტი ვანილის შაქარი
250 გ. მარგარინი
3/4/ ჩ.ჭ. ქლიავის ჯემი (ჯემის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ კარამელიზირებული ცოცხალი ქლიავი)
5 ს.კ. შაქარი
5 კვერცხი
2 ს.კ. არაჟანი
3 ს.კ. კაკაო
შაქრის პუდრი ზემოდან მოსაყრელად.

მომზადება:

გაცრილ ფქვილს დავამატოთ გამაფხვიერებელი, ვანილი, შაქარი, კვერცხის გულები, არაჟანი და დარბილებული მარგარინი. მოვზილოთ რბილი ცომი. გავყოთ ორ ნაწილად. შემდეგ ერთი ნაწილი კიდევ გავყოთ 1/4 და 3/4-ად. მოზრდილ ნაწილში შევურიოთ კაკაო და კარგად მოვზილოთ რომ ერთი ფერი მიიღოს.
კაკაოსფერი და პატარა თეთრი ცომი შევდოთ საყინულეში.

საცხობ ფორმაზე დავაფინოთ პერგამენტი, გავშალოთ მასზე დიდი თეთრი ცომის ნაჭერი, რამდენიმე ადგილზე ჩავჩხვლიტოთ ჩანგლით და ზემოდან გადავუსვათ ქლიავის ჯემი.

ჯემს დავახეხოთ საყინულეში ნამყოფი კაკაოსფერი ცომი.
კვერცხის ცილებითა და შაქარით დაგავაკეთოთ ბეზე. გავშალოთ კაკაოსფერ ცომზე. ზემოდან დავახეხოთ პატარა თეთრი ცომი.
შევდოთ ღუმელში 180 გრადუსზე, 50 წთ.-ით.
გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 1 111
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული