Реклама
» » ნამცხვარი შავი შოკოლადი /namcxvari shavi shikoladi (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...

ნამცხვარი შავი შოკოლადი /namcxvari shavi shikoladi (კულინარია, რეცეპტები)

რეცეპტის ინგრედიენტები:

2 ჭიქა ფქილი
2 ჭიქა შაქარი
¾ ჭიქა უშაქრო კაკაო
2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი (საცხობი ფხვნილი)
½ ჩაის კოვზი მარილი
2 კვერცხი
1 ჭიქა გაცივებული მოდუღებული ყავა
1 ჭიქა რძე
½ ჭიქა მცენარეული ზეთი
2 ჩაის კოვზი ძმარი


მომზადების წესი:

1. გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე, მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი 23×33 სმ ზომის ლანგარს.

2. დიდ თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი, კაკაო, სოდა, გამაფხვიერებელი და მარილი. ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით კვერცხი, ყავა, რძე, ზეთი და ძმარი. აურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, ცომი უნდა იყოს თხელი. მიღებული მასა დაასხით გამზადებულ ფორმაზე.

3. აცხვეთ 35–40 წუთის განმავლობაში წინასწარ გახურებულ ღუმელში. მოათავსეთ ნამცხვრის ცენტრში კბილის ჩხირი და თუ სუფთა ამოიღეთ, ცხობაც დასრულებულია.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 2 691
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული