Реклама
» » ყავის და შოკოლადის ტორტი /yavisa da shokladis torti (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...

ყავის და შოკოლადის ტორტი /yavisa da shokladis torti (კულინარია, რეცეპტები)

შემადგენლობა:
180გ.შავი შოკოლადი;
3ს/კ მაგარი ყავა;
140 ნაღების კარაქი;
5 კვერცხი;
200 გ.ყავისფერი შაქარი;
1 ჩ/კ საფუარი;
3 ს/კაკაოს ფხვნილი;
90გ. ფქვილი;
მწიკვი მუსკატის კაკალი; ზეთი

მომზადება:
მოხარშეთ მაგარი ყავა. შოკოლადი დატეხეთ, მოათავსეთ ჯამში და დადგით ცხელი წყლის აბაზანაზე.
როცა შოკოლადი გადნება, გადმოდგით ცეცხლიდან, ჩაასხით ყავა, არ აურიოთ და დატოვეთ 2-3 წთ.
შემდეგ ფრთხილად მოურიეთ. ცხელ მასას დაამატეთ კარაქი და აურიეთ რომ გადნეს.
მიღებული მასა ერთგვაროვანი უნდა იყოს.
გააცალკევეთ ცილა და გული. კვერცხის გული შეათქვიფეთ შეციებულ შოკოლადს, აურიეთ.
ცილა კარგად ათქვიფეთ და დაამატეთ თანდათან შაქარი და მუსკატის კაკალი. ფრთხილად შეურიეთ მომზადებული ბეზე.
ფქვილი, კაკაო და საფუარი გაცერით და დაამატეთ შოკოლადის მასას. აურიეთ სწრაფად. უნდა მიიღოთ მსუბუქი ჰაეროვანი მასა.
გაახურეთ აერღუმელი 180 გრადუსზე.
ფორმას წაუსვით კარაქი, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მასაც გადაუსვით ცხიმი.
ფრთხილად მოათავსეთ მასზე შოკოლადის ცომი.
შედგით აერღუმელში და გამოაცხვეთ 35 წთ.
გააგრილეთ და შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან, მოაყარეთ კაკაო და შაქრის ფხვნილი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 713
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული