Реклама
» » ნაზი ნამცხვარი უგემრიელესი კრემით /nazi namcxvari ugemrielesi kerziT (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ნაზი ნამცხვარი უგემრიელესი კრემით /nazi namcxvari ugemrielesi kerziT (კულინარია, რეცეპტები)

ცომისთვის:

ფქვილი — 500 გრ.
კარაქი — 250 გრ.
შაქრის პუდრი — 150 გრ.
საფუარი — 5 გრ. მშრალი ან 10 გრ. დაწნეხილი
რძე — 3 ს. კ.
კვერცხი — 1 ცალი
გამაფხვიერებელი — 1/2 ჩ. კ.

კრემისთვის:

შაქარი — 140 გრ
რძე — 1 ლ.
ფქვილი – 100 გრ.
შაქრის პუდრი – 200 გრ.
ვანილინი — 1, 5 გრ.
კარაქი – 200 გრ.

1. ჯერ კრემი უნდა მოამზადოთ: ღრმა ტაფაში ჩაყარეთ შაქარი > გაადნეთ და ცეცხლზე გააჩერეთ იქამდე, ვიდრე ღია ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს > დაამატეთ 0, 5 ლ. რძე და ამის შემდეგ, დაელოდეთ, ვიდრე შაქარი მთლიანად არ გაიხსნება რძეში.
2. ვიდრე კარამელის და რძის შერევას ელოდებით, თასში ჩაყარეთ ფქვილი და დაასხით რძე (3 სუფრის კოვზის გადნახვა არ დაგავიწყდეთ) > კარგად აურიეთ, ისე რომ ერთგვაროვანი სითხე მიიღოთ.
3. როდესაც კარამელი გადნება, ფქვილიანი მასა დაამატეთ კარამელიან მასას და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, შესქელებამდე > კრემი გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

4. გაციებულ კრემს დაამატეთ შაქრის პუდრი, ვანილინი და კარაქი. ათქვიფეთ მიქსერით კარგად, ვიდრე ერთგვაროვან, ფუმფულა მასას არ მიიღებთ
5. ცომის მოსამზადებლად: საფუარი გახსენით 3 ს. კ. რძეში > ფქვილს შეურიეთ შაქრის პუდრი და გამაფხვიერებელი > დაამატეთ დაჭრილი კარაქი (უმჯობესია თუ ცივი იქნება) და ხელით შეაზილეთ კარაქი ფქვილს. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი ფხვიერი მასა.
6. კვერცხი მსუბუქად, ჩანგლით, ათქვიფეთ > დაამატეთ ფხვიერ მასას > მაშინვე დაამატეთ დროჟიანი რძე > მოზილეთ ცომი.
7. გააკეთეთ გუნდა > გადააფარეთ სუფრის ტილო > გააჩერეთ 15 წუთი (ცომმა უნდა დაისვენოს).

8. გაყავით ცომი 6 ნაწილად > თითოეული გუნდა გააბრტყელეთ 0, 3 სმ-ზე, მიეცით ოთხკუთხედის ფორმა.
9. ფენები გამოაცხეთ 10 წუთის მანძილზე, 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში > როდესაც გაცივდება, გვერდები შეუსწორეთ და ჩამონაჭრები დაფხვენით > ნამცხვრის ფირფიტებს კრემი წაუსვით.

10. ზემოდან ნაფხვენი მოაყარეთ. თუ გინდათ, რომ ნამცხვარი ხრაშუნა იყოს, შეგიძლიათ, კრემის წასმის შემდეგ დაჭრათ და სუფრაზე მიიტანოთ. მაგრამ, თუ რბილი და ნაზი ნამცხვარი გინდათ, უნდა დააცადოთ, რომ ფენებს კრემი გაუჯდეს.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 2 851
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული