Загрузка...

Реклама
» » საშობაო ტორტი /sashobao torti (კულინარია, რეცეპტები)
loading...

საშობაო ტორტი /sashobao torti (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:

კვერცხი – 4 ცალი
მარილი – ერთი მწიკვი
შაქარი – 175 გრ.
ვანილინი – 1, 5 გრ.
ნუშის ლიქიორი – 4 ს. კ.
ფქვილი – 125 გრ.
გამაფხვიერებელი – 1 ჩ. კ
თეთრი შოკოლადი – 100 გრ.
დაფქული ნუში – 100 გრ.
ფორთოხლის წვენი – 4 ს. კ.
ნაღები – 500 გრ.
ფორთოხლის ჯემი – 4 ს. კ.
დაჭრილი ნუში – 50 გრ.
ფორთოხალი – 2 ცალი
კაკაოს ფხვნილი – 1 ს. კ.
პიტნის ფოთოლი – 7 ცალი
მომზადება:

1. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული > კვერცხის გული ათქვიფეთ 125 გრ. შაქართან ერთად > დაამატეთ ვანილინი, 2 ს. კ. ლიქიორი და ათქვიფეთ აქაფებამდე > ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად ისე, რომ თასის გადმობრუნების შემთხვევაში, არ იქცეოდეს > ფრთხილად შეურიეთ ცილა უკვე გამზადებულ მასას > ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი > დაუმატეთ მასას და მოზილეთ ცომი.
2. ცომი მოათავსეთ 26 სმ. დიამეტრის მქონე, ძირზე ცხიმწასმულ ფორმაში > გამოაცხვეთ 200 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში, 25 წთ-ის მანძილზე > როდესაც გაცივდება, გაჭერით ორ ფენად.
3. გულსართის მოსამზადებლად, დაამტვრიეთ შოკოლადის ფილა და გაადნეთ წყლის აბაზანაზე > შეურიეთ დაფქული ნუში, ფორთოხლის წვენი და დარჩენილი ლიქიორი > ცოტა შეაგრილეთ.
4. ათქვიფეთ ნაღები დარჩენილ შაქართ ერთად > ფრთხილად შეურიეთ შოკოლადის მასას და 15 წუთით შედგით მაცივარში.
5. შეათბეთ ჯემი წყლის აბაზანაზე > გადაუსვით ტორტის ქვედა ფენას > ზემოდან გაანაწილეთ გულსართის ნახევარი > დააფარეთ მეორე ფენა > ზემოდან გადაუსვით დარჩენილი გულსართი > შედგით მაცივარში, მინიმუმ, 6 საათით.
6. ნუში მოხალეთ ცხიმის გარეშე > გაფცქვენით ფორთოხალი და მოაცილეთ თეთრი აპკები ლებნებს > ტორტის გვერდები გააფორმეთ მოხლილი ნუშით > ზემოდან მოაფიფქეთ კაკაოს ფხვნილი > გააფორმეთ ფორთოხლით და პიტნის ფოთლებით.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 1 283
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული