Реклама
» » ყავის ტორტი შოკოლადით -საოცრად გემრიელი, ფაფუკი, მსუბუქი

ყავის ტორტი შოკოლადით -საოცრად გემრიელი, ფაფუკი, მსუბუქი

ინგრედიენტები
ნაღები 35 % - 450-500 გ
მასკარპონე - 350 გ
შაქარი - 1/2 ჭიქა
ყავის ლიქიორი - 1/4 ჭიქა
ხსნადი ყავა - 1 ჩ.კ
კაკაო - 2 ჩ.კ
ვანილი
ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 250 გ
შოკოლადის ნატეხები - 1/2 ჭიქა
რძიანი შოკოლადი - მოსართავად
მომზადების წესები
მიქსერის ჯამში მოათავსეთ ნაღები, მასკარპონე, შაქარი, ლიქიორი, კაკაო, ყავა და ვანილი. დაიწყეთ თქვეფა დაბალ სიჩქარეზე, თანდათან მოუმატეთ, სანამ საბოლოოდ ნაზი, მაგრამ მდგრადი კრემი მზად არ იქნება.
20-22 სმ დიამეტრის ფორმაში ჩაალაგეთ ფხვიერი ნამცხვრები. თანაბრად რომ ჩალაგდეს, მოგიწევთ ზოგი მათგანის დატეხვა. წაუსვით კრემის ფენა, მოაყარეთ შოკოლადის ნატეხები. ასე გაიმეორეთ დანარჩენი ფენებიც და დაასრულეთ კრემის ფენით.
შედეთ მაცივარში მთელი ღამით. შეგიძლიათ გაყინოთ კიდეც. სერვირების წინ ამოიღეთ ფორმიდან, მოაყარეთ შოკოლადის ბურბუშელა და დაჭერით ულუფებად.ყავის ტორტი შოკოლადით -საოცრად გემრიელი, ფაფუკი, მსუბუქიყავის ტორტი შოკოლადით -საოცრად გემრიელი, ფაფუკი, მსუბუქი


скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 21-05-2017, 16:43
ნანახია: 900
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама