Реклама
» » კარამელიზირებული ვაშლისა და კომშის ნამცხვარი
Загрузка...
loading...

კარამელიზირებული ვაშლისა და კომშის ნამცხვარი

კარამელიზირებული ვაშლისა და კომშის ნამცხვარი
ინგრიდიენტები

200 გრამი არაჟანი
200გრ შაქარი
50გრ კარაქი
1 ლიმონის ან 1პატარა ფორთოხლის ცედრა
1/2 ჭიქა ქიშმიში
1/3 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
1დიდი(ან 2 პატარა) კვერცხი
150 გრ ფქვილი
5 ვაშლი
1 კომში
1ჩ.კ სავსე, დარიჩინი
1/2 ჩ.კ სოდა

მომზადების წესი
კვერცხი და 100 გრ შაქარი კარგად ათქვიფეთ, დაამატეთ სოდა+ლიმონის წვენი, არაჟანი და ცედრა. ბოლოს ფქვილი. მიიღებთ თხელ ცომს
გულსართი: დარჩენილი შაქარი დაყარეთ იმ ფორმაში, რომლითაც უნდა გამოაცხოთ ნამცხვარი (თუ ლითონისაა და პირდაპირ ცეცხლზე შეიძლება მისი დადება, თუ შუშის ან სილიკონისაა, მაშინ ცალკე ტაფაზე მოამზადეთ) და ძალიან დაბალ ცეცხლზე დადგით. შაქარი დაიწყებს დნობას და გაყავისფრებას
შუა პროცესში დაამატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი.
ამ მასაში ჩაყარეთ გაფცქვნილი, თხელ ნაჭრებად დაჭრილი ხილი და შუშეთ 5-10 წუთი, დაამატეთ დარიჩინი.
ხილი რომ ცოტა დარბილდება, გამორთეთ ცეცხლი. კარგად გაასწორეთ ხილი საცხობი ფორმის ძირზე, ისე რომ მთლიანად იყოს დაფარული. მოაყარეთ ქიშმიში და ნიგოზი, შემდეგ მოასხით ცომი. გამოახცვეთ 180გრ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 30 წუთი.
გადმოღებისას დანით შემოუარეთ გვერდებზე , დაადეთ თეფში და გადმოაბრუნეთ, ხილი მოექცევა ზემოდან. მოაყარეთ შაქრის პუდრა სილამაზისთვის. მიირთვით ოდნავ თბილი (ან ცივი)
კარამელიზირებული ვაშლისა და კომშის ნამცხვარი
კარამელიზირებული ვაშლისა და კომშის ნამცხვარიскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 146
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული