Реклама
» » ვაშლის ნამცხვარი ნუშით და ქოქოსის ფანტელით-უგემრიელესია
Загрузка...
loading...

ვაშლის ნამცხვარი ნუშით და ქოქოსის ფანტელით-უგემრიელესია

ინგრედიენტები
კარაქი - 250 გ
კვერცხი - 4 ცალი
ვანილის შაქარი - 20 გ
ფქვილი - 250 გ
დარიჩინი - 2 ჩ/კ
ვაშლი - 12 ცალი
ნუში - 50 გ
ლიქიორი - 1 ს/კ
შაქარი - 250 გ
მწიკვი მარილი
ქოქოსის ფანტელი - 100 გ
სახამებელი - 2 ს/კ
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
ლიმონი - 1 ცალი
გარგარის ჯემი - 3 ს/კ
შაქრის პუდრა - მოსაყრელად
მომზადების წესები
დარბილებული კარაქი ათქვიფეთ კვერცხთან, ვანილის შაქართან, ჩვეულებრივ შაქართან და ქოქოსის ფანტელთან ერთად.
დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სახამებელი და დარიჩინი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გაანაწილეთ მასზე ცომი.
ვაშლი გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაჭერით გულები. ამობურცული მხრიდან ვაშლი დასერეთ ჩანგლით. გამოწურეთ ლიმონი და მოასხით ვაშლს.
დაალაგეთ ვაშლის ნაჭრები ცომზე, მოაყარეთ ნუში. მოათავსეთ ღვეზელი 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 35 წუთით.
გარგრის ჯემს დაუმატეთ ლიქიორი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ურიეთ და ისე მიიყვანეთ ადუღებამდე.
წაუსვით მიღებული სიროფი გამომცხვარ ღვეზელს. სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრა.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 246
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული