Реклама
» » სამმაგი შოკოლადის ტორტი-სადღესასწაულო სუფრისათვის
Загрузка...
loading...

სამმაგი შოკოლადის ტორტი-სადღესასწაულო სუფრისათვის

ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კარაქი - 200 გ
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხი - 2 ცალი
ვანილინი - 1 ჩ/კ
ფქვილი - 2 ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 1/2 ჭიქა
ზღვის მარილი - 1/2 ჩ/კ
სოდა - 1 ჩ/კ
არაჟანი - 200 გ
ცივი კრემი:
კარაქი - 200 გ
შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 1/2 ჭიქა
ნაღები - 1/2 ჭიქა
ზღვის მარილი - მწიკვი
ვანილინი - 1 ჩ/კ
შოკოლადის განაში:
შავი შოკოლადი - 2 ფილა
ცხელი ნაღები - 500 მლ
მომზადების წესები
თავდაპირველად მოამზადეთ ბისკვიტი: ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად, შეათქვიფეთ სათითაოდ კვერცხი. დაუმატეთ ვანილინი, კვლავ კარგად ათქვიფეთ. ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და კაკაო. შემდეგ დაუმატეთ ზღვის მარილი და სოდა. კვლავ კარგად ათქვიფეთ. ბოლოს დაუმატეთ არაჟანი და ისევ კარგად ათქვიფეთ.

გამოსაცხობ ღრმა ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და გაანაწილეთ მიღებული ბისკვიტის მასა. აცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

მანამდე მოამზადეთ ცივი კრემი: ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქრის პუდრასთან ერთად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი, ვანილინი, მწიკვი ზღვის მარილი და ცოტაოდენი ნაღები. თქვიფეთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე.

შემდეგ მოამზადეთ განაში: გააცხელეთ ნაღები და დაასხით დატეხილ შოკოლადის ფილებს, ურიეთ ერთგვაროვანი მინანქრის მასის მიღებამდე.

გამომცხვარი ბისკვიტი გააგრილეთ და ამოჭერით 3 წრე სპეციალური კულინარიული საჭრელის მეშვეობით: თუ გულის ფორმის საჭრელი გაქვთ, უკეთესი იქნება.

ააწყვეთ ტორტი: დააფიქსირეთ ცოტაოდენი ცივი კრემით სადგამდე ბისკვიტის პირველი ფენა, მოასხით განაში, დაადეთ შემდეგი ფენა ბისკვიტი, კვლავ მოასხით განაში და დაადეთ ბისკვიტის მესამე ფენა. ბოლოს მთელ ტორტს გადაუსვით ცივი კრემი.

მორთეთ შოკოლადის დროპსებით და ფერადი კულინარიული მოსართავებით.

სამმაგი შოკოლადის ტორტი-სადღესასწაულო სუფრისათვის
სამმაგი შოკოლადის ტორტი-სადღესასწაულო სუფრისათვისскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 49
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული