Реклама
» » სასიამოვნო არომატით გაჯერებული, უგემრიელესი ლიმონის ტორტი
Загрузка...
loading...

სასიამოვნო არომატით გაჯერებული, უგემრიელესი ლიმონის ტორტი

ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხი - 5 ცალი
შაქარი - 5 ს/კ
ფქვილი - 5 ს/კ
ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
კრემი:
კვერცხის გული - 3 ცალი
ახალგამოწურული ლიმონის წვენი - 130 მლ
ლიმონის ცედრა - 2 ცალი
კარაქი - 80 გ
შაქარი - 1 ჭიქა
ბეზე
კვერცხის ცილა - 3 ცალი
შაქარი - 2/3 ჭიქა
ვანილის ექსტრაქტი - 0,5 ჩ/კ
დასანამად:
შესქელებული რძე - 0,5 ჭიქა
ანადუღარი წყალი - 0,5 ჭიქა
მომზადების წესები
კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილითა და შაქრით მყარი ბეზეს მასა ავთქვიფოთ, დავუმატოთ გულები, ვანილის ექსტრაქტი და ფქვილი. ცომი მოვათავსოთ 22 სმ დიამეტრის ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში და 160 გრადუსზე გამოვაცხოთ. მზა ბისკვიტი 10 წთ გამორთულ ღუმელში დავტოვოთ, შემდეგ გადმოვიღოთ და გავაგრილოთ.
კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ ლიმონის წვენი და ცედრა, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე (იხ. გვ. 59) და მოვხარშოთ შესქელებამდე, ხანდახან ამოვურიოთ. კრემს შევურიოთ კარაქი და გავაცივოთ.
კვერცხის ცილა და შაქარი მოვათავსოთ ჯამში, შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე და კოვზით ვურიოთ, სანამ შაქარი ბოლომდე გაიხსნება, შემდეგ გადმოვიღოთ ორთქლის აბაზანიდან და მიქსერით ავთქვიფოთ, სანამ მყარ, პრიალა მასას მივიღებთ. ბოლოს შევურიოთ ვანილის ექსტრაქტი.
გაცივებული ბისკვიტი ჰორიზონტალურად გავჭრათ და შესქელებული რძითა და წყლის ნარევით დავნამოთ. ერთ ფენას წავუსვათ ლიმონის კრემი, დავაფაროთ მეორე ფენა და ირგვლივ და ზემოდან დარჩენილი კრემი წავუსვათ. 1 ს.კ. შევინახოთ მოსართავად. ტორტი გარშემო მოვრთოთ ბეზეს კრემით და მოვასხათ დარჩენილი ლიმონის კრემი. ტორტი მაცივარში დავდოთ 3-4 საათის განმავლობაში და შემდეგ გავჭრათ.
სასიამოვნო არომატით გაჯერებული, უგემრიელესი ლიმონის ტორტიскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 47
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული