Реклама
» » სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი თაფლის ბისკვიტი
Загрузка...
loading...

სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი თაფლის ბისკვიტი

ინგრედიენტები
კვერცხი - 4 ცალი
ფქვილი - 1,5 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
თაფლი - 3 ს/კ
სოდა - 1 ჩ/კ
ლიმონის წვენი - 1/2 ჩ/კ
მომზადების წესები
გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. ცილა ათქვიფეთ 1/2 ჭიქა შაქართან ერთად მკვრივი მასის მიღებამდე.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გული დარჩენილ შაქართან ერთად.

თაფლი მოათავსეთ ისეთ ჭურჭელში, რომ დადგათ წყლის აბაზანაზე. როცა თაფლი შეთბება, დაუმატეთ სოდა, რომელსაც წინასწარ ააქაფებთ ლიმონის წვენით. ურიეთ და ხარშეთ იქამნდე, სანამ თაფლი ღია ყავისფერი არ გახდება.

შემდეგ კვერცხის გულის მასას შეათქვიფეთ ცილის ნახევარი მასა. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და ხის კოვზით კარგად აურიეთ.

შემდეგ დაუმატეთ თაფლის მასა და დარჩენილი ათქვეფილი ცილა. კიდევ კარგად აურიეთ და გადაიტანეთ ცომი პერგამენტდაფენილ ფორმაში.

აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.

ტორტის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
ეს მარტივი ბისკვიტი შესანიშნავია ცნობილი ნამცხვრის "მედოკისთვის". თუმცა შეგიძლიათ იექსპერიმენტოთ და გაუკეთოთ არა მოხარშული, შედედებული რძის კრემი, არამედ, მაგალითად, შოკოლადის.


სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი თაფლის ბისკვიტისწრაფი და მარტივად მოსამზადებელი თაფლის ბისკვიტი
სწრაფი და მარტივად მოსამზადებელი თაფლის ბისკვიტიскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 103
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული