Реклама
» » უგემრიელსი ტორტი ფქვილის გარეშე-შეუდარებელია
Загрузка...
loading...

უგემრიელსი ტორტი ფქვილის გარეშე-შეუდარებელია

ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხის ცილა - 10 ცალი
შაქრის პუდრა - 240 გ
გატარებული ნიგოზი - 400-500 გ
სახამებელი - 2 ს/კ
კრემი:
კვერცხის გული - 10 ცალი
შაქრის პუდრა - 160 გ
კაკაო - 2 ს/კ
კონიაკი ან ლიქიორი - 1 ს/კ
რძე - 100 მლ
კარაქი - 200 გ
მომზადების წესები
კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან.

ცილა ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან ერთად მკვრივი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ სახამებელი და ხის ჯოხით ფრთხილად ამოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ გატარებული ან დაფქული ნიგოზი და კვლავ ამოურიეთ.

გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და გაანაწილეთ ზედ ბისკვიტის მასა.

მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, თუმცა როგორც კი ბისკვიტს შედგამთ, დაუკელით 180 გრადუსამდე ტემპერატურას და აცხვეთ 20-25 წუთი.

რჩევა: ბისკვიტი ფრთხილად ააცალეთ ხის ნიჩბის მეშვეობით პერგამენტს.

სანამ ბისკვიტი ცხვება, მოამზადეთ კრემი:

დარბილებული კარაქი ათქვიფეთ ოდნავ მიქსერით.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქრის პუდრა თეთრი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. წვრილი ნაკადით ჩაუშვით რძე და აურიეთ ხის ნიჩბით. დადგით დაბალ ცეცხლზე და ისე რომ შეუჩერებლად ურიოთ, მიიყვანეთ ადუღებამდე. არ აადუღოთ.

გააცივეთ და დაუმატეთ ათქვეფილი კარაქი, კონიაკი ან ლიქიორი, კაკაო და ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით 3 თანაბარ ნაწილად, წაუსვით თითოეულ ბისკვიტის ფენას კრემი და ააწყვეთ ტორტი. ზემოდან მოაყარეთ დაფხვნილი ბისკვიტი, დაფქული ნიგოზი და გახეხილი შოკოლადი. მოათავსეთ ცოტა ხნით მაცივარში.
უგემრიელსი  ტორტი ფქვილის გარეშე-შეუდარებელია
უგემრიელსი  ტორტი ფქვილის გარეშე-შეუდარებელია
უგემრიელსი  ტორტი ფქვილის გარეშე-შეუდარებელიაскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 228
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული