Реклама
» » უგემრიელესი სამარხვო ტორტი
Загрузка...
loading...

უგემრიელესი სამარხვო ტორტი

ინგრედიენტები
ბისკვიტი:
შაქარი - 1 ჭიქა
ზეთი - 0,5 ჭიქა
გაზიანი მინერალური წყალი - 1 ჭიქა
ფორთოხალი - 1 ცალი, გახეხილი ცედრა და წვენი
ვანილი - 1 შეკვრა
გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა (16გ) ან სოდა ძმრით 1 ჩ/კ
ფქვილი - 3,5-4 ჭიქა
კრემი:
წყალი - 0,5 ლ
შაქარი - 1,5 ჭიქა
ფქვილი - 1 ჭიქა
ფორთოხალი - 2 ცალი
ვანილი - 1-2 შეკვრა
ხსნადი ყავა - 2 ჩ/კ
კონიაკი
მომზადების წესები
შაქარი, ზეთი და მინერალური წყალი ავურიოთ ერთმანეთში,ჩავახეხოთ ფორთოხლის კანი და ჩავაწუროთ წვენიც, შემდეგ დავამატოთ ვანილი, გამაფხვიერებელი(ან სოდა/ძმრით) და ბოლოს- ფქვილი.
ცომი მოვათავსოთ ცხიმწამულ საშუალო ზომის ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.

მოვამზადოთ კრემი:

0,5 ლიტრ წყალში გავხსნათ 1 ჭიქა ფქვილი, 1,5 ჭიქა შაქარი და დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი 2 ფორთოხლი(კანის გარეშე).დავდგათ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ, სანამ ფაფა არ მომზადდება.
ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და ორივე ფენა დავნამოთ ყავით და კონიაკით.
კრემი ცოტა რომ გაგრილდება, მოვათავსოთ ბისკვიტებს შორის.

თავზე სურვილისამებრ მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 160
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული