Реклама
» » უგემრიელესი შოკოლადიანი კექსი მინერალური წყლით
Загрузка...
loading...

უგემრიელესი შოკოლადიანი კექსი მინერალური წყლით

ინგრედიენტები:


კვერცხი – 5 ცალი
შაქარი – 300 გრ.
გაზიანი მინერალური წყალი – 180 მლ.
«ნესქვიკი» – 75 გრ.
კაკაოს ფხვნილი – 30 გრ.
გამაფხვიერებელი – 15 გრ.
რაფინირებული მზესუმზირის ზეთი – 180 მლ.
ფქვილი – 200 გრ.
ნიგოზი – 150 გრ.
კარაქი – 50 გრ.
ნაღები (33–35%) – 100 მლ.
შავი ფილა-შოკოლადი – 200 გრ.
მომზადება:
-თასში ათქვიფეთ კვერცხი > დაამატეთ შაქარი და დაელოდეთ ცოტა ხანს, ვიდრე შაქარი არ გადნება > ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი მიქსერით, დაახლოებით, 8-10 წუთის მანძილზე.
-. შეურიეთ ერთმანეთს ყველა მშრალი ინგრედიენტი, ფქვილის და ნიგვზის გარდა.

- მშრალი ინგრედიენტები თანდათანობით, პორციებად, დაუმატეთ კვერცხის მასას და ხელის სათქვეფით ან ხის კოვზით შეურიეთ.

- დაუმატეთ ფქვილი > შემდეგ, მინერალური წყალი და ზეთი > ბოლოს, ნიგოზი.

გამოვა თხევადი ცომი.

- მოამზადეთ ფორმა. მაგ., 30х9 სმ.: ჩააფინეთ მასში ცხიმწასმული საცხობი ქაღალდი > ჩაასხით ცომი > გამზადებული ფორმა შედგით 160-180 °C-ზე (კექსს რომელ გრადუსზეც აცხობთ, თქვენი ღუმელის სიმძლავრის გათვალისწინებით) წინასწარ გახურებულ ღუმელში.

-. გამოცხობის შემდეგ, ამოიღეთ ფორმიდან და გადააბრუნეთ, რომ ზემოდან იდეალურად სწორე იყაო.

-. შოკოლადის მინანქრის მოსამზადებლად, ემალირებულ თასში მოათავსეთ დამტვრეული შოკოლადი, ნაღები და კარაქი > დადგით ცეცხლზე > როდესაც ნაღები გათბება, კარაქი და შოკოლად გადნება, ყველაფერი ერთმანეთს კარგად შეურიეთ და გადაასხით ცივ კექსს.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 120
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული