Реклама
» » მარტივი, გემრიელი, მსუბუქი, ფაფუკი, ნაზი ბანანის ნამცხვარი

მარტივი, გემრიელი, მსუბუქი, ფაფუკი, ნაზი ბანანის ნამცხვარი

ინგრედიენტები:

9 ს.კ. შაქარი
9 ს.კ. ფქვილი
1 ლ რძე
50 მლ წყალი
ვანილი
160 გ კარაქი
8 ბანანი
350 გ მზა ნამცხვარი ვანილის არომატით (ე.წ. პეჩენია)
მომზადება:

2 ბანანი დააბლენდერეთ, დანარჩენი 4 კი დაჭერით თხლად და გაყავით სამ ნაწილად.

თუჯის ქვაბში ჩაყარეთ ფქვილი და შაქარი, კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ 200 მლ რძე და ათქვიფეთ, შემდეგ ნელ-ნელა დაუმატეთ დანარჩენი რძე და 50 მლ წყალი (ოთახის ტემპერატურის). მოხარშეთ მაღალ ტემპერატურაზე და თან მუდმივად (ძალიან სწრაფად) ურიეთ ხის კოვზით. როდესაც წამოდუღდება, შეამცირეთ ტემპერატურა და დატოვეთ გაზქურაზე კიდევ 5-7 წთ, მორევა აღარაა საჭირო.

მიღებული მასა გააცივეთ, დაუმატეთ 2 ბანანისგან მომზადებული პიურე, 150 გ კარაქი, ვანილი და ათქვიფეთ მიქსერით (რაც შეიძლება მაღალ სიჩქარეზე) 5-6 წთ.

ნამცხვარი გაყავით 2 ნაწილად. ნახევარი დაფხვენით, მეორე ნახევარი კი ჩაალაგეთ შუშის ან კერამიკის ჭურჭელში. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ბანანების ფენა, მოასხით წინასწარ მომზადებული კრემისმაგვარი მასის 1/3 და მოაყარეთ ნამცხვრის ნაფხვენები, შემდეგი ფენებიც იმავე მიმდევრობით დალაგდება: 1/3 ბანანი-1/3 კრემი-1/3 ნაფხვენები.
скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 8-03-2018, 18:21
ნანახია: 221
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама