Реклама
» » როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ფუნთუშები
Загрузка...
loading...

როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ფუნთუშები

ინგრედიენტები:

50 მლ.თბილი წყალი

70 მლ.თბილი რძე

1 კვერცხი

50 გრ.შაქარი

7 გრ.საფუარი

5 გრ.მარილი

250 გრ.ფქვილი მიახლოებით

15 გრ.ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი

50 გრ.შაქრის პუდრა



ჯემი ან მოხარშული კრემი:

2 კვეცხი გული

300 მლ.ცივი რძე

30 გრ.კარაქი

60 გრ.შაქარი

30 გრ. სიმინდის სახამებელი

ვანილი





თბილი წყალი და რძე ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,საფუარი.გავაჩეროთ 15 წუთი თბილ ადგილას.



გააქტიურებულ საფუარს დავუმატოთ კვერცხი, მარილი,ფქვილი და მოვზილოთ ცომი.



ცომს შევაზილოთ 15 გრ.ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,გადავაფაროთ პლასტიკი და

დავდოთ 30 წუთი თბილ ადგილას.



ამოფუებულ ცომს დავაყაროთ შაქრის პუდრა,გადავზილოთ და გავაცეროთ 1 საათი თბილ ადგილას.

გადმოვიტანოთ წებოვანი და ფაფუკი ცომი სამუშაო მაგიდაზე და ზეთიანი

ხელებით დავამუშაოთ.ცომს რაც დიდხანს დავამუშავებთ, ნაკლებ წებოვანი ხდება.



კრემის მომზადება;

. რძე დავდგათ ცეცხლზე და შევათბოთ.



კვერცხის გულები და შაქარი ავთქვიფოთ ,შევურიოთ სახამებელი.



მიღებული მასა კარგად გავხსნათ 150 მლ. რძეში და გადავიტანოთ ოდნავ თბილ რძეში.

.

ვურიოთ ნელ-ნელა განუწყვეტლივ დაბალ ტემპერატურაზე ,სანამ კრემი გასქელდება.კრემი არ უნდა ადუღდეს.



ფაფა გავაცივოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.

არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატება.
ცომი გავაბრტყელოთ,ამოვჭრათ 1 სმ-ის სისქის რგოლები და გავაჩეროთ ასაფუებლად.

ფუნთუშები შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან..დავალაგოთ ქაღალდის ხელსახოცზე.



შემწვარ ფუნთუშებს ირგვლივ შუაში დაყვება თეთრი ფერის ზოლი.დანით გავჭრათ შუაში და

ჩავდოთ მასში ჩვენთვის სასურველი გულსართი.



ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ფუნთუშები
როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ფუნთუშები
როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ფუნთუშები
როგორ მოვამზადოთ ყველაზე გემრიელი ფუნთუშებიскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 130
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული