Реклама
» » ჟოლოს ნამცხვარი-უგემრიელესი, არომატული-სეზონის გემო

ჟოლოს ნამცხვარი-უგემრიელესი, არომატული-სეზონის გემო

ფხვიერი ცომისთვის:

250 გ ფქვილი
75 გ შაქრის პუდრა
150 გ თხლად დაჭრილი ცივი კარაქი
1 ცალი კვერცხი
სხვა მასალა:

50 გ შოკოლადი
1 ავოკადო
1 ს.კ. ლიმონის წვენი
150 გ ნაზი ხაჭოსებრი ყველი
50 გ შაქრის პუდრა
150 გ ნაღები (ცხიმ. 33-35%)
1 მწიკვი ლიმონის მჟავა
400 გ ჟოლო
პერგამენტი, ცხიმი
500 გ წიწიბურას ან ლობიოს მარცვლები “ბრმად” ცხობისთვის
გააცხელეთ ღუმელი. წაუსვით ცხიმი ფორმას. ფქვილს დაუმატეთ შაქრის პუდრა, კარაქი, კვერცხი, მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი და თხლად გააბრტყელეთ. ფორმის ძირი და გვერდები დაფარეთ ცომით და ჩანგლით დაჩხვლიტეთ. დააფარეთ პერგამენტი, სიმძიმისთვის დააყარეთ წიწიბურა, აცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთით. გადმოდგით და მოაცილეთ პერგამენტი.
შოკოლადი გაადნეთ ორთქლზე და წაუსვით ნამცხვრის ფსკერს. გააკეთეთ პიურე გათლილი ავოკადოს, ლიმონის წვენის, ყველისა და შაქრის პუდრისაგან. ნაღები და ლიმონის მჟავა ათქვიფეთ გამაგრებამდე და შემდეგ შეურიეთ პიურეს. მიღებული კრემი წაუსვით ნამცხვარს და ბოლოს თანაბრად მოაყარეთ ჟოლო ზედაპირზე
ჟოლოს ნამცხვარი-უგემრიელესი, არომატული-სეზონის გემო
ჟოლოს ნამცხვარი-უგემრიელესი, არომატული-სეზონის გემოскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 8-05-2018, 18:10
ნანახია: 204
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама