Реклама
» » ვანილის კექსი თეთრი მინანქრით-უგემრიელესი და მარტივი დესერტი
Загрузка...
loading...

ვანილის კექსი თეთრი მინანქრით-უგემრიელესი და მარტივი დესერტი

ინგრედიენტები
ფქვილი - 350 გ
სიმინდის სახამებელი - 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
მარილი - 1/4 ჩ/კ
კარაქი - 250 გ
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხი - 3 ცალი
ვანილინი - 1 ჩ/კ
ნუშის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
რძე - 1 ჭიქა
თეთრი მინანქარი:
შაქრის პუდრა - 2 ჭიქა
რძე - 1/2 ჭიქა
ვანილინი - 1 ჩ/კ
მწიკვი მარილი
მომზადების წესები
თავდაპირველად მოამზადეთ მშრალი მასა: ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, სიმინდის სახამებელი, გამაფხვიერებელი და მარილი - ყველაფერი აურიეთ და გადადეთ გვერდზე.

მეორე ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ კვერცხი, კვლავ ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ ვანილი და ნუშის ექსტრაქტი, კარგად აურიეთ და ჩაასხით რძე, ათქვიფეთ და შეურიეთ ფქვილის მასა. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.

ფორმას წაუსვით ცხიმი ან შეასხით საკონდიტრო სპრეი, გადაიტანეთ ფორმაში ცომი და აცხვეთ 180 გრადუსზე 55 წუთის განმავლობაში.

მოამზადეთ თეთრი მინანქარი: შაქრის პუდრას დაასხით რძე, დაუმატეთ ვანილინი და მწიკვი მარილი, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გამომცხვარი კექსი გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში და მოასხით თეთრი მინანქარი.
ვანილის კექსი თეთრი მინანქრით-უგემრიელესი და მარტივი  დესერტი
ვანილის კექსი თეთრი მინანქრით-უგემრიელესი და მარტივი  დესერტი
ვანილის კექსი თეთრი მინანქრით-უგემრიელესი და მარტივი  დესერტი
ვანილის კექსი თეთრი მინანქრით-უგემრიელესი და მარტივი  დესერტიскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 54
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული