Реклама
» » საუკეთესო გემო საუკეთესო განწყობისათვის-შუს ცომის შემწვარი რგოლები-გემრიელი, ხრაშუნა, განსხვავებული დესერტი

საუკეთესო გემო საუკეთესო განწყობისათვის-შუს ცომის შემწვარი რგოლები-გემრიელი, ხრაშუნა, განსხვავებული დესერტი

ინგრედიენტები
კარაქი - 1 ჭიქა
წყალი - 1 1/4 ჭიქა
რძე - 1 1/4 ჭიქა
შაქარი - 1/4 ჭიქა
მარილი - 1 ჩ/კ
ფქვილი - 1 1/2 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
კვერცხი - 5 ცალი
ვანილის ექსტრაქტი - 2 ჩ/კ
ფერადი საკონდიტრო მოსაყრელები - 1/3 ჭიქა
ზეთი შესაწვავად
მინანქარი:
შაქრის პუდრა - 4 ჭიქა
რძე - 4 ს/კ
ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ
კრემ-ყველი - 3 ს/კ
ფერადი საკონდიტრო მოსართავები - მოსაყრელად
მომზადების წესები
ქვაბი დადგით ცეცხლზე, ჩაჭერით ერთი ჭიქა კარაქი, დაუმატეთ წყალი, რძე, შაქარი, მარილი - აურიეთ და როგორც კი წამოდუღდება, ჩაყარეთ ჯერ ერთი ჭიქა ფქვილი, კარგად გახსენით და შემდეგ დაუმატეთ კიდევ 1/2 ჭიქა. მოზილეთ ცომი. გადმოდგით ცეხლიდან, ოდნავ შეაგრილეთ და სათითაოდ შეაზილეთ კვერცხი. ბოლოს დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და ფერადი საკონდიტრო მოსაყრელები. აურიეთ, გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და დასვით რგოლები პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე. მოათავსეთ საყინულეში.

მანამდე კი მოამზადეთ თეთრი მინანქარი: შაქრის პუდრას დაუამტეთ რძე, ვანილის ექსტრაქტი და კრემ-ყველი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

კარგად გაყინული რგოლები გამოიღეთ მაცივრიდან. აადუღეთ ფრიტიურში ზეთი, ან ქვაბში და ჩადეთ სათითაოდ რგოლები, დაბრაწეთ ყველა მხრიდან. გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, მოაცილეთ ზედმეტი ცხიმი და შემდეგ ამოავლეთ ცალი მხრიდან თეთრ მინანქარში. მორთეთ ფერადი საკონდიტრო მოსართავებით
საუკეთესო გემო საუკეთესო განწყობისათვის-შუს ცომის შემწვარი რგოლები-გემრიელი, ხრაშუნა, განსხვავებული დესერტი
საუკეთესო გემო საუკეთესო განწყობისათვის-შუს ცომის შემწვარი რგოლები-გემრიელი, ხრაშუნა, განსხვავებული დესერტიскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 3-08-2018, 16:43
ნანახია: 116
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама