Реклама
» » ნამცხვარი “ნაპოლეონი”/napoleoni (kulinaria, receptebi)

ნამცხვარი “ნაპოლეონი”/napoleoni (kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:

100 გრ. კარაქი
1 ცალი კვერცხი
1 ჭიქა ცივი წყალი
3 ჭიქა ფქვილი
400 გრ. მარგარინი
კრემისთვის:

1 ლიტრი რძე
4 ს.კ. ფქვილი
2 კვერცხის გული
1 ჭიქა შაქარი
2 ს.კ. კარაქი
1 ქილა შედედებული რძე
ვანილი
მწიკვი მარილი
გასაფორმებლად (სურვილისამებრ*):
ხილი, შაქრის პუდრი

~ მომზადების წესი ~
1. კვერცხი, კარაქი და წყალი გავთქვიფოთ ერთად. შემდეგ ნელ-ნელა დავამატოთ ფქვილი და ხელით შევაგუნდაოთ. მიღებული ცომი გავყოთ სამ ნაწილად.

2. შემდეგ 400 გრამი მარგარინი გავყოთ სამ ნაწილად და თითოეული კიდევ სამად, ანუ ჯამში 9 ნაჭერი მარგარინი უნდა მივიღოთ. თითოეულ ცომს წავუსვათ თითო ნაჭერი მარგარინი და შევდგათ მაცივარში10-15 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ და ახლიდან წავუსვათ მორიგი სამი ნაჭერი მარგარინი თოთოეულ ცომის ნაწილს, ამ პროცედურას ჯამში სამჯერ ვიმეორებთ.

3. მესამე ჯერზე გავაჩეროთ ცომი მაცივარში 20 წუთით. შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და დავჭრათ სამკუთხედებად. გამოვაცხოთ ღუმელში მაღალ ცეცხლზე.

4. ახლა კი მოვამზადოთ კრემი: ერთ ლიტრ ცივ რძეში ჩავყაროთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი. ორი კვერცხის გულისა და ორი ჭიქა შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი და ჩავასხათ რძის მასაში. ვურიოთ ხის კოვზით და ვადუღოთ 20 წუთით. ბოლოს შევათქვიფოთ 2 სუფრის კოვზი კარაქი, 1 ქილა შედედებული რძე, ვანილი და მწიკვი მარილი.

5. მიღებული ფაფუკი კრემი წავუსვათ გამომცხვარ სამკუთხედებს. ერთი გადავინახოთ, ბოლოს დავფხვანთ და ზემოდან მოვაყაროთ. სურვილისამებრ ფენებს შორის შეგიძლიათ ჩაალაგოთ მარწყვები ან ჟოლო, ზემოდან კი მოაყარეთ შაქრის პუდრა.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 10-02-2016, 21:58
ნანახია: 3 526
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама