Реклама
» » კარტოფილის პიცა /kartofilis pica (კულინარია, რეცეპტები)

კარტოფილის პიცა /kartofilis pica (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
კარტოფილი 700 გ
2 ც კვერცხი
ფქვილი 2 ს/კ
მონადირის ძეხვი 200-250 გ
ნიორი 2-3 კბილი
ხახვი 1-2 თავი
მარილი და პილპილი
არაჟანი 3 ს/კ
დიჟონის მდოგვი 1 ჩ/კ
დიდი ტკბილი წიწაკა 1 ცალი
ჩერი პომიდორი 150 გ
გახეხილი ყველი 170 გ
მწვანე ხახვი რამდენიმე ღერი
მომზადება:

მოხრაკეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი ზეთში, დაუმატეთ მსხვილად დაჭრტილი პაპრიკა და ხრაკეთ კიდევ რამდენიმე წუთი. იქვე დაუმატეთ დაჭრილი ძეხვი, მოურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე.

კარტოფილი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაუმატთ დაჭყლეტილი, ან გახეხილი ნიორი, კვერცხი, ფქვილი, მარილი და პილპილი. აურიეთ კარგად.

გადაიტანეთ კარტოფილის მასის ნახევარი გახურებულ, ზეთმოსხმულ ტაფაზე და შეწვით საშუალო ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.

შემდეგ ფრთხილად გადმოაბრუნეთ და შეწვით მეორე მხრიდანაც.

წაუსვით შემწვარ კარტოფილის ფირფიტას მდოგვისა და არაჟნის სოუსი, შემდეგ დაადეთ გულსართის ნახევარი და შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი. მოაყარეთ მწვანე ხახვი და გახეხილი ყველი.

დადგით დაბალ ცეცხლზე და შეწვით თავდახურულ ტაფაში, სანამ ყველი არ დადნება.

ასევე მოამზადეთ მეორე პიცა დარჩენილი ინგრედიენტებისგან. შეგიძლიათ ერთდროულად გააკეთოთ 2 ტაფაზე.

სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ერთად.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 23-09-2016, 14:50
ნანახია: 3 584
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама