Реклама
» » იდეალურად თხელი იტალიური პიცა
Загрузка...
loading...

იდეალურად თხელი იტალიური პიცა

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

გაცრილი ფქვილი - 2 ჭიქა

კვერცხი - 1 ც.

თბილი წყალი - 100 გ

მშრალი საფუარი - 0,5 ჩ.კ.

შაქარი - 1 ჩ.კ.

მარილი - 1 ჩ.კ.

ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.



შიგთავსისთვის:

ლორი - 100 გ

ყველი - 120 გ

ტომატის სოუსი (2-3 ც. პომიდორი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, ცოტაოდენი გამხმარი რეჰანი, მარილი, შაქარი)

პომიდორი - 2-3 ც.

ბულგარული წიწაკა - 50 გ

ქამა სოკო - 100 გ



მომზადება:

ცომისთვის: გახსენით თბილ წყალში მშრალი საფუარი, დაამატეთ მარილი და შაქარი. დაამატეთ ფქვილის ნახევარი, აურიეთ და დაამატეთ კვერცხი.

კარგად აურიეთ მასას. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ფქვილი, ზეითუნის ზეთი და მოზილეთ ცომი. გააბრტყელეთ ცომი თხლად და მიეცით მრგვალი ფორმა. გაბრტყელებისას ცომს ცოტ-ცოტა მოაყარეთ ფქვილი.

ტომატის სოუსისთვის:2-3 საშუალო ზომის პომიდორი დამდუღრეთ და მოაცილეთ კანი. დააბლენდერეთ, დაამატეთ გამხმარი რეჰანი,ზეითუნის ზეთი, მარილი, შაქარი. დადგით ქურაზე და ადუღეთ 5 წუთი. ცოტათი გააგრილეთ.

გაბრტყელებული ცომის მთლიან ზედაპირს წაუსვით ტომატის სოუსი. ზემოდან დააწყეთ დაჭრილი სოკო, ლორი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი. მოაყარეთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი მწვანილი. გამოაცხეთ 220 გრადუსამდე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.
იდეალურად თხელი იტალიური პიცა
იდეალურად თხელი იტალიური პიცაскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 1 231
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული