Реклама
» » სილამაზის ფაფა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აახალგაზრდავებს კანს, აღადგენს მხედველობას!
Загрузка...
loading...

სილამაზის ფაფა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აახალგაზრდავებს კანს, აღადგენს მხედველობას!

ქერის ბურღული - საკვები ნივთიერებების ფასდაუდებელი წყაროა, რომლებიც ასე სჭირდება ორგანიზმს სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. იგი ასევე მდიდარია მინერალებით (კალციუმი, კალიუმი, რკინა, სპილენძი, მარგანეცი, ნიკელი, კობალტი, ქრომი, იოდი, ბრომი, ფოსფორი).

ქერის ბურღული შეიცავს დიდი ოდენობით ლიზინს - ამინომჟავას, რომელიც აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში. სწორედ კოლაგენი ინარჩუნებს კანის ელასტიკურობას და ანელებს ნაოჭების წარმოშობის პროცესს. ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ლიზინის წყალობით, ქერის ბურღულს თამამად შეიძლება ეწოდოს სილამაზისა და ჯანმრთელობის ფაფა.

ქერის ბურღულის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს არამხოლოდ კანის სილამაზის შენარჩუნებას, არამედ წონაში კლებასაც. ნოყიერი,
მაგრამ დაბალკალორიული პროდუქტი მდიდარია უჯრედისითა და ცილებით.

ბურღული რომ გაიხსნას და მთელი არომატითა და სარგებლით დაგვასაჩუქროს, საჭიროა მისი სწორად მოხარშვა. მომზადებამდე დაალბეთ იგი მთელი ღამის განმავლობაში - 1 ჭიქა ბურღულს დაასხით 1 ლიტრი წყალი. დილით წყალი გადაასხით, ბურღული გარეცხეთ და დაასხით 40 გრადუსამდე გაცხელებული რძე. მიიყვანეთ დუღილამდე თავსახურის გარეშე, შემდეგ მოხარშეთ (თავსახურით) წყლის აბაზანაზე 3 საათის განმავლობაში.

ლამაზი კრემისფერი და შედედებული რძის საოცარი გემო მიგანიშნებთ, რომ ფაფა მზადაა.

სწორად მომზადებული ქერის ფაფა პირში დნება. ეს გახლავთ ნამდვილი სიამოვნება და აღმოჩენა მათთვის, ვისაც სწრაფად მომზადებული ქერის ფაფა გაუსინჯავს ოდესმე.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 4 345
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული