Загрузка...

Реклама
» » როგორ შევინახოთ ვაზის ფოთლები ზამთრისთვის/rogor shevinaxot fotlebi zamtrisatvis (კულინარია, რეცეპტები)
loading...

როგორ შევინახოთ ვაზის ფოთლები ზამთრისთვის/rogor shevinaxot fotlebi zamtrisatvis (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
ვაზის ფოთლები 120 ცალი
ძმარი 200 მლ
შაქარი 1 ს.კ
მარილი 2 ს.კ
წყალი 1 ლ
ოხრახუში და ტარხუნა სურვილით

შევარჩიოთ შედარებით თხელი,ნაზი, საშუალო ზომის ფოთლები, რადგან დიდი ფოთლები, როგორც წესი, უფრო უხეშია. კარგად გავრეცხოთ და დავწრიტოთ ზედმეტი წყლისგან. 10-10 ფოთოლი ერთმანეთზე დავალაგოთ და სიგარასავით გადავახვიოთ, შემდეგ სუფთა ქილებში ჩავალაგოთ. ძალიან მჭიდროდ ნუ ჩავდებთ, რომ მარინადი ყველგან თანაბრად მოხვდეს. სურვილის შემთხვევაში, ამ ეტაპზევე ჩავაყოლოთ ქილაში ოხრახუშის ან ტარხუნის რამოდენიმე ღერო (ეს აუცილებელი არ არის, მაგრამ კარგ არომატს აძლევს)

მოვამზადოთ მარინადი: წყალი, მარილი, შაქარი, ძმარი წამოვადუღოთ და დავასხათ ქილებს. მჭიდროდ დავაფაროთ სახურავები, ამოვატრიალოთ და დავალაგოთ თავით ქვემოთ. ასევე გავაციოთ. შემდეგ გადავიტანოთ გრილ, მზისგან დაცულ ადგილას, სარდაფში ან საკუჭნაოში.
გამოყენების წინ მდუღარეს გადავავლებთ, ზედმეტი მარილის მოსაცილებლად.

გამოდის 2 საშუალო ზომის ქილა.

დაკონსერვების გარდა, შესაძლებელია ფოთლების გაყინვაც. გარეცხილ და გამშრალ ფოთლებს, ზემოთ აღწერილი წესით გადავახვევთ სიგარასავით, შევფუთავთ კულინარიულ ცელოფანში და საყინულეში შევინახავთ. გალღვობის შემდეგ ფოთოლი გამუქდება. მას ჩვეული წესით დავდუღრავთ და გამოვიყენებскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 544
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული