Реклама
» » ციტრუსები /citrusebi (კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ციტრუსები /citrusebi (კულინარია, რეცეპტები)

ჩვენში გავრცელებული ზამთრის ხილიდან ყველაზე მეტად აღსანიშნავია ციტრუსები: ფორთოხალი, მანდარინი, ლიმონი, გრეიპფრუტი. ზამთარში ციტრუსის წვენი გაგვახალისებს კიდეც და გაციებისგანაც დაგვიცავს. ამ პერიოდში გაციების საფრთხე დიდია, ამიტომ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც იმუნიტეტის ამაღლება სჭირდებათ. ციტრუსებში შემავალი ვიტამინები ორგანიზმს აძლიერებს და ვირუსებთან ბრძოლაში ეხმარება. გარდა ამისა, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ზრდასა და განვითარებას. ციტრუსის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს. მაგალითად ფორთოხლის რბილობი მდიდარია C, B1, B2, A და P ვიტამინებით, წვენი - მინერალური ნივთიერებებით (კალციუმით, ფოსფორით, კალიუმით), ლიონმჟავათი. პექტინითა და ფიტონციდებით - ბუნებრივი, მცენარეული წარმოშობის ანტიბიოტიკებით. თუ ფორთოხლის წვენს ყოველ დილით დალევთ, მხნეობითა და ძალით აივსებით, ქოლესტერინი კი ყოველთვის ნორმაში გექნებათ. ალბათ იცით, რომ ორგანიზმი D ვიტამინს მხოლოდ მზის სხივების წყალობით იღებს. ზამთრის ღრუბლიან დღეებში ლიმონიანი ჩაი მზის სხივების შესანიშნავი ალტერნატივაა. ლიმონში ყველაზე მეტია ციტრონი, რომელიც ასკორბინის მჟავასთან ერთად ამაგრებს და ელასტიკურობას მატებს წვრილ სისხლძარღვებს. ამ ანტიოქსიდანტს "ახალგაზრდობის შადრევანს" უწოდებენ. ის შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს და ანელებს დაბერების პროცესს. ლიმონიანი ჩაი სასურველია მიირთვათ შუადღისას და საღამოს, მანდარინი - ლანჩზე ან სადილად, გრეიპფრუტის წვენი - მძიმე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. დაიხსომეთ: ციტრუსი სწრაფად კარგავს სასარგებლო თვისებებს, ამიტომ გაჭრილი ფორთოხალი, ლიმონი თუ გრეიპფრუტი მაშინვე მიირთვით, ხოლო ახალგამოწურული წვენი 20 წუთზე მეტხანს არ გააჩეროთ. ციტრუსებისთვის დამახასიათებელია გლიკოზიდების მაღალი შემცველობა, რაც მათ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ამ ნივთიერებებით განსაკურებით მდიდარია გრეიპფრუტი და მანდარინი. ლიმონში უხვად არის კალიუმი, A, B, C, D ვიტამინები. მანდარინს მძლავრი ანტიმიკრობული მოქმედება აქვს, ამიტომ უებარია გაციებისას. გრეიპფრუტი აძლიერებს ნერვულ სისტემას, ინფექციური დაავადების ან გადაღლის შემდეგ ორგანიზმს ძალ-ღონის აღდგენაში ეხმარება. მიუხედავად ყველაფრისა, ციტრუსებით პირის ჩატკბარუნება ყველას როდი შეუძლია. ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით - ფორთოხალი, ძლიერი ალერგენია. გარდა ამისა, საშიშია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს. გრეიპფრუტის უნიკალური თვისებები და მისი დიეტის ეფექტიანობა სრულყოფილად დღემდე არ არის შესწავლილი, თუმცა გრეიპფრუტის დიეტას მთელ მსოფლიოში უამრავი ქალი იცავს. ვიცით, რომ გრეიპფრუტი ამხნევებს, ვიტამინებით ამარაგებს ორგანიზმს, წვავს ცხიმს, თუმცა ცნობილია მისი უარყოფითი თვისებებიც. ვარაუდად რჩება მოსაზრება, რომ გრეიპფრუტი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, აქვს ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, აუმჯობესებს ნახშირწყლოვან ცვლას. საუბრობენ გრეიპფრუტის შეუთავსებლობაზე მედიკამენტებთან. უსიამოვნო მოვლენების სპექტრი პრეპარატზეა დამოკიდებული. მაგალითად, ქალებმა, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებენ და ამავე დროს გრეიპფრუტის წვენს სვამენ, შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინონ, რომ ორსულად არიან, ხოლო მათ, ვინც ციტრუსის წვენს ანტიდეპრესანტების ფონზე სვამს - დეპრესია დაეუფლოთ. ქიმიური ნაერთების უმრავლესობა ღვიძლში გადამუშავდება, რაშიც მთავარ როლს ციტოქრომების ფერმენტული სისტემა ასრულებს, ხოლო ფურანოკუმარინი - ნივთიერება, რომელსაც შეიცავს გრეიპფრუტი - ამუხრუჭებს მათ მოქმედებას. მაშასადამე, გრეიპფრუტზე უარი ვთქვათ? რა თქმა უნდა, არა, აი, სიფრთხილე კი არ გვაწყენს. გრეიპფრუტის წვენი უნდა დავივიწყოთ, თუ ვიღებთ შემდეგ პრეპარატებს: ანქსიოლიტიკებს; ანტიარითმიულ საშუალებებს (ამიოდაროინს, კვინიდინს); ანტიბიოტიკებს (ერითრომიცინს, კლარითრომიცინს); ანტიჰისტამინურ საშუალებებს (ფექსოფენატინს); ანტიკოაგულანტებს (ვარფარინს); ანტიეპილეფსიურ საშუალებებს (კარბამაზეპინს); ბეტა-ბლოკატორებს (კარვედილოლს); ჰორმონულ პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს კორტიზოლს, ესტრადიოლს, მეთილპრედნიზოლონს, პროგესტერონს, ტესტოსტერონს; ანტიდეპრესანტებს (სერტალინს, ფლუვოქსამინს); ოპიოიდურ ანალგეტიკებს (ალფენტალინს, ფენტალინს, სუფენტანილს); ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებებს (ამპრენავირს, ინდინავირს, ნელფინავირს); სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებს (ინტრაკონაზოლს); ხველების საწინააღმდეგო საშუალებებს (დექსტრომეტორფანს); სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებს (ციკლოფოსფამიდს, ეტოპოსიდს, ტამოქსიფენს, ვინბლასტინს, ვინკრისტინს); ჩამოთვლილი მედიკამენტების სასაქონლო დასახელება შესაძლოა განსხვავებული იყოს. მოქმედი ნივთიერებები მითითებული იქნება ინსტრუქციაში.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 260
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული