Загрузка...

Реклама
» » ხახვის დაჭრა უცრემლოდ
Загрузка...

ხახვის დაჭრა უცრემლოდ



ხახვის დაჭრა უსიამოვნო პროცესია, არადა, ეს ბოსტნეული კერძებს ძალიან უხდება და ბევრი კერძი მის გარეშე წარმოუდგენელია. დიასახლისები ხახვისგან "თავდასაცავად” უამრავ მეთოდს იყენებენდ. ხახვის უცრემლოდ დაჭრის ყველაზე ცნობილი მეთოდი დანის დასველებაა. "დაჭრამდე ხახვი და დანა წყალში უნდა გააჩეროთ, საკმაოდ ეფექტურია” _ გვირჩევს გულნაზი ზოსიძე. ერთ-ერთზე საიტზე გვირჩევენ, რომ ხახვის დაჭრამდე არამარტო დანა და ხახვი, ხელებიც კარგად დავისველოთ, ოღონდ აუცილებლად ცივ წყალში. აქვე გვეუბნებიან, რომ სველი დანა ისრუტავს ხახვის წვენის შხეფებს და ხელს უშლის მათ თვალში მოხვედრას. ასევე, საკმაოდ ეფექტური ყოფილა ხახვის ცივ გამდინარე წყალში გასუფთავება და დაჭრა გამდინარე წყალთან, ონკანთან ახლოს. კარგია ხახვს შუაზე თუ გაჭრით და 5 წუთით წყალში გააჩერებთ. კარგი საშუალებაა ასევე დაჭრამდე რამდენიმე წამით ხახვის გაჩერება მდუღარე წყალშიც. ერთ-ერთი საიტის მიხედვით კი ყველაზე მარტივი, ეფექტური და გამოცდილი საშუალება 3-5 წუთით ხახვის საყინულეში გაჩერებაა, შემდეგ კი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაჭრათ იგი.. ასევე ამბობენ, რომ ეფექტურია ხახვის დაჭრამდე დანის მარილით გაწმენდა. ან მაგიდასთან, სადაც ხახვს ჭრით, ვენტილატორის მოთავსება _ იგი გაანიავებს ოთახს ხახვის ლაკრიმატორისგან, რომელიც იწვევს ცრემლდენას. ეფექტურია ხახვის დაჭრისას მაგიდაზე ანთებული სანთლის დადებაც.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 702
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული