Реклама
» » იმუნური სისტემის გაძლიერების 10 უტყუარი საშუალება
Загрузка...
loading...

იმუნური სისტემის გაძლიერების 10 უტყუარი საშუალება



ჩვენს ორგანიზმს ყველაზე მეტად იმუნური სისტემა იცავს. თუ ის შესუსტებულია, ამ შემთხვევაში მიკრობები ადვილად აღწევენ ორგანიზმში, მაშინ როდესაც ძლიერი იმუნიტეტი ფარივით გვიცავს სხვადასხვა ავადმყოფობისაგან. არსებობს 3 ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე:

– გენეტიკური მიდრეკილება: ამ ეტაპზე, ამ ფაქტორისგან გათავისუფლება შეუძლებელია, თუმცა, კვლევები მედიცინის ამ სფეროში დამაიმედებელია.
– ეკოლოგიური ფაქტორები: გარემოს დაბინძურება ან გამოსხივება – მთავარი ფაქტორებია, რომელიც უდავოდ მოქმედებს მსხვილი დასახლებული პუნქტების მაცხოვრებელთა ჯანმრთელობაზე.
– ცხოვრების წესი: თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ შეცვალოთ ცხოვრების წესი.



თუ გენეტიკურ მიდრეკილებასა და ეკოლოგიურ ფაქტორებში ჩარევა შეუძლებელია, მაშინ ისღა დაგრჩენიათ, იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით, ცხოვრების წესი შეიცვალოთ. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ იმუნური სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებაში.

თქვენს რაციონში შეიტანეთ შემოდგომის ხილი და ბოსტნეული



ხილსა და ბოსტნეულში უამრავი ვიტამინია. სეზონური პროდუქტების გამოყენებით, ჩვენ ანტიოქსიდანტებს ვიღებთ, რომლებიც წმენდენ ორგანიზმს და აძლიერებენ იმუნურ სისტემას. შემოდგომის ხილი, როგორიცაა ბროწეული, ვაშლი, ფორთოხალი, ხოლო ბოსტნეულიდან – ისპანახი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი წარმოადგენს იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა ავადმყოფობისგან ორგანიზმის დაცვა.

მიირთვით ზღვის თევზი კვირაში ორჯერ



თევზში შემავალი ომეგა-3 და სხვა სასარგებლო ცხიმები ზრდიან კარგი ქოლესტერინის (მეცნიერულად მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) დონეს და ამცირებენ ცუდი ქოლესტერინის დონეს. ორგანიზმის ჯანსაღი განვითარებისთვის, სასურველია ბავშვები ადრეული ასაკიდანვე მივაჩვიოთ თევზის ჭამას. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად საჭიროა სხვადასხვა სახეობის თევზი მიირთვათ, რომელსაც სეზონის დასაწყისში იჭერენ.

უარი თქვით მონოდიეტებზე


თუ წონაში დაკლება გადაწყვიტეთ, ერთი სახეობის საკვების მიღების ნაცვლად, აირჩიეთ დიეტა დაბალანსებული კვების რაციონით. აუცილებელია ყველა ჯგუფის პროდუქტების მიღება თანაბრად. ორგანიზმში ბალანსის დარღვევა უარყოფითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე – ეს კი თავის მხრივ ნიადაგს უქმნის სხვადასხვა დაავადების გავრცელებას.






მოერიდეთ ხანგრძლივ შიმშილობას





სწორი კვება უმნიშვნელოვანესია ძლიერი იმუნური სისტემისთვის. აუცილებლად დაიწყეთ დღე ჯანსაღი საუზმით და ამასთან, ნუ გამოტოვებთ სადილს და სამხარს. თუ დიეტას იცავთ, შეგიძლიათ დაბალკალორიული, მაგრამ ამავდროულად თქვენი იმუნიტეტისთვის სასარგებლო პროდუქტები მიიღოთ. ნუ გააკეთებთ არჩევანს სწრაფი კვების პროდუქტებზე. ამას გარდა, არაფრით დაუშვათ ხანგრძლივი შიმშილობა – ეს ნეგატიურად მოქმედებს და სერიოზულად ასუსტებს თქვენს იმუნურ სისტემას. მაქსიმალურად ეცადეთ, მიუხედავად დატვირთული სამუშაო გრაფიკისა, დრო გამონახოთ და რაიმე მიირთვათ.




ნუ მისცემთ ბავშვებს ნახევარფაბრიკატებს და სწრაფი კვების პროდუქტებს


კვების სწორი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება ახალგაზრდა თაობაში ადრეული ასაკიდანვე იწყება. თუ ბავშვი არ ჭამს, ნუ მისცემთ მას მსგავსი ტიპის საკვებს, იმის შიშით, რომ მშიერი დარჩება. ასეთ პროდუქტებს უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სარგებელის. ჯანსაღ კვებასთან ერთად რეგულარული ფიზიკური აქტივობა უმნიშვნელოვანესია თქვენი შვილების იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.

უფრო მეტი იმოძრავეთ


იმ მიზნით, რომ დაგროვილი კალორიები დაწვათ, აუცილებელია ფიზიკური აქტივობა. სულ მცირე კვირაში 3-ჯერ, თუ შესაძლებელია ყოველ დღე, 45-60 წუთი ირბინეთ. თუ დროის უქონლობას იმიზეზებთ, მანქანა დანიშნულების ადგილიდან მოშორებით დააყენეთ, არ ისარგებლოთ ლიფტით ან ტრანსპორტიდან ერთი გაჩერებით ადრე ჩამოდით და დარჩენილი მანძილი ფეხით გაიარეთ. უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლიათ ერთ ადგილზე აქეთ-იქეთ იაროთ ისე, რომ სამუშაოს არ მოწყდეთ.

გაიკეთეთ ვაქცინაცია



ვაქცინაცია, განსაკუთრებით ჩვილობის პერიოდში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბავშვის იმუნური სისტემის გაძლიერებისა და ჯანსაღი განვითარებისთვის. აცრები მთელი ცხოვრების მანძილზე იცავს ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან. თუმცა, ზოგიერთი მათგანი დროთა განმავლობაში კარგავს ზეგავლენას, ამიტომ ხელმეორედ უნდა დაინიშნოს თქვენი მკურნალი ექიმის მიერ. თუ ხალხმრავალ ადგილას მუშაობთ, სარგებლობთ საზოგადო ტრანსპორტით ან ჯანდაცვის სფეროში ხართ დაკავებული, მაშინ გრიპის საწინააღმდეგო აცრა უნდა ჩაიტაროთ. გარდა ამისა, სასურველია სკოლის ასაკის ბავშვებსაც გაუკეთდეს მსგავსი ტიპის ვაქცინაცია.

იძინეთ არა ნაკლებ 6 საათისა

რეგულარული ძილი აუცილებელია
ძლიერი იმუნური სისტემისთვის. უნდა
იძინოთ ღამით არანაკლებ 6 საათისა. იმიტომ რომ ამ პერიოდში ზოგიერთიჰორმონი წყვეტს, ზოგი კი იწყებს გამოყოფას. ღამის ძილის დროს გამოიყოფა ზრდის ჰორმონი. როდესაც დილით იღვიძებთ, კარგი ძილის შემდეგ, ჰორმონი კორტიზოლი გვამზადებს მოსალოდნელი სტრესისთვის, მოულოდნელი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებებისთვის.


ხშირად დაიბანეთ ხელები



მიკრობების გავრცელებისა და ბევრი ინფექციური ავადმყოფობის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ხელების დაუბანლობა. ამიტომ, ადრეული ასაკიდანვე, მიაჩვიეთ ბავშვი ხელების საპნით დაბანას, რომ შემდგომ ჩვევაში გადაეზარდოს. ჰიგიენის ნორმების დაუცველობამ შეიძლება სერიოზულო პრობლემების წინაშე დაგვაყენოს.


ვიტამინების ნაცვლად მიირთვით ხილი




скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 360
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული