Загрузка...

Реклама
» » გახდით უფრო მხიარული და ჯანმრთელი ხუთ დღეში შიმშილობა
loading...

გახდით უფრო მხიარული და ჯანმრთელი ხუთ დღეში შიმშილობა

გინდათ ახლავე დაიწყოთ გამაჯანსაღებელი მკურნალობის კურსი სხეულისა და სულისათვის? სულ რამდენიმე დღეში თქვენ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ წიდების, ტოქსინებისა და აგრეთვე რამდენიმე ზედმეტი კილოგრამისაგან. სამკურნალო შიმშილობის ბოლო კვირაში თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ხელახლა დაიბადეთ.
შიმშილი თავისით ქრება
თუ ძლიერი ნებისყოფა გაქვთ და ჯანმრთელი ხართ, შეგიძლიათ ერთკვირიანი შიმშილობა სახლის პირობებში ჩაატაროთ, ოღონდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
როგორ ვიშიმშილოთ სახლის პირობებში


ნებისმიერი შიმშილობა, იქნება ეს ბრეგის თუ მალახოვის მიხედვით ან, სულაც, მხოლოდ წყლის უშაქრო წვენებისა და ბალახოვანი ნაყენების მიღებით, ყველა შემთხვევაში დაიწყეთ განტვირთვის დღით (ხილი, ბრინჯი და უმი ბოსტნეული). ამასთან, ყოველ მეორე დილას მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი მასში გახსნილი გლაუბერის მარილით (1 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქაზე). ეს დაგეხმარებათ ნაწლავების გაწმენდაში.
ხუთდღიანი შიმშილობის შემდეგ პირველ დღეს მიიღეთ 2 ცალი ვაშლი, მეორე დღეს მოშუშული ბოსტნეული, კანიანად მოხარშული კარტოფილი და ორცხობილა. ამის შემდეგ ნელ–ნელა დაუბრუნდით ჩვეულებრივ კვებას.


რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სამკურნალო შიმშილობის დროს
* რათა ხელი შეუწყოთ ნივთიერებათა ცვლას, მეტი უნდა იმოძრაოთ. დაგეხმარებათ ვარჯიში, ცურვა და სეირნობა სუფთა ჰაერზე.
* ალკოჰოლი, სიგარეტი და ყავა, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ მკურნალობის ეფექტი, ამ პერიოდში სრულიად დაუშვებელია.
* შიმშილობის დროს ტოქსინები გამოიყოფა კანის მეშვეობითაც, ამიტომ ხშირად და დიდხანს მიიღეთ შხაპი და თან იკეთეთ მასაჟი მთელს სხეულზე უხეში ჯაგრისით.

სამკურნალო შიმშილობა2014, 20 მაისი, 15:45
გახდით უფრო მხიარული და ჯანმრთელი ხუთ დღეში
შიმშილობა


imageგინდათ ახლავე დაიწყოთ გამაჯანსაღებელი მკურნალობის კურსი სხეულისა და სულისათვის? სულ რამდენიმე დღეში თქვენ შეგიძლიათ გათავისუფლდეთ წიდების, ტოქსინებისა და აგრეთვე რამდენიმე ზედმეტი კილოგრამისაგან. სამკურნალო შიმშილობის ბოლო კვირაში თავს ისე იგრძნობთ, თითქოს ხელახლა დაიბადეთ.
შიმშილი თავისით ქრება


შეიძლება არალოგიკურად ჟღერდეს, მაგრამ ეს ასეა. სამკურნალო შიმშილობას არავითარი კავშირი არა აქვს ნამდვილ შიმშილობასთან. ორი, დიდი-დიდი სამი დღის შემდეგ, როცა ნაწლავები დაიცლება – შიმშილის გრძნობაც ქრება. გარდაქმნილი ორგანიზმი მთელი ძალით ცდილობს, კონცენტრირება მოახდინოს ტოქსინების გამოდევნაზე. ამის წყალობით იზრდება ენდორფინების – „სიამოვნების ჰორმონის” გამოყოფა ტვინში. ასე რომ, შიმშილობისაგან თავისებური სიამოვნების მიღების საკმაო მიზეზი არსებობს. შიმშილობა უმჯობესია, ჩვეული შინაური ატმოსფეროსაგან მოშორებით დავიცვათ. თუ ძლიერი ნებისყოფა გაქვთ და ჯანმრთელი ხართ, შეგიძლიათ ერთკვირიანი შიმშილობა სახლის პირობებში ჩაატაროთ, ოღონდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.


როგორ ვიშიმშილოთ სახლის პირობებში image


ნებისმიერი შიმშილობა, იქნება ეს ბრეგის თუ მალახოვის მიხედვით ან, სულაც, მხოლოდ წყლის უშაქრო წვენებისა და ბალახოვანი ნაყენების მიღებით, ყველა შემთხვევაში დაიწყეთ განტვირთვის დღით (ხილი, ბრინჯი და უმი ბოსტნეული). ამასთან, ყოველ მეორე დილას მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი მასში გახსნილი გლაუბერის მარილით (1 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქაზე). ეს დაგეხმარებათ ნაწლავების გაწმენდაში.
ხუთდღიანი შიმშილობის შემდეგ პირველ დღეს მიიღეთ 2 ცალი ვაშლი, მეორე დღეს მოშუშული ბოსტნეული, კანიანად მოხარშული კარტოფილი და ორცხობილა. ამის შემდეგ ნელ–ნელა დაუბრუნდით ჩვეულებრივ კვებას.


რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სამკურნალო შიმშილობის დროს
* რათა ხელი შეუწყოთ ნივთიერებათა ცვლას, მეტი უნდა იმოძრაოთ. დაგეხმარებათ ვარჯიში, ცურვა და სეირნობა სუფთა ჰაერზე.
* ალკოჰოლი, სიგარეტი და ყავა, რომელთაც შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ მკურნალობის ეფექტი, ამ პერიოდში სრულიად დაუშვებელია.
* შიმშილობის დროს ტოქსინები გამოიყოფა კანის მეშვეობითაც, ამიტომ ხშირად და დიდხანს მიიღეთ შხაპი და თან იკეთეთ მასაჟი მთელს სხეულზე უხეში ჯაგრისით.


შიმშილობა ბუხინგერის მიხედვით


ოტო ბუხინგერმა (1878-1966) – საზღვაო სანიტარული სამსახურის გერმანელმა ოფიცერმა შეიმუშავა დამზოგველი მეთოდი შიმშილობის, რომლის მიხედვით დღეში 200-300 კკალ-ს ვიღებთ თხევადი საკვების სახით.
დილას – მიიღეთ ბალახეული ჩაი 1 ჩაის კოვზი რძის შაქრით (სასარგებლოა ნაწლავური ფლორისათვის).
შუადღეს – ბოსტნეულის ბულიონი
დღის მეორე ნახევარში – ბალახეული ჩაის 1 ჩაის კოვზი თაფლით
საღამოს – მეოთხედი ლიტრი (250 მლ) ხილის წვენი. წვენს შეგიძლიათ დაუმატოთ 1 პატარა ჭიქა ბურახი.
ამასთანავე, დიდი მნიშვნელობა აქვს წვენებისა და ბულიონების ნელა მიღებას ამ პროცესზე ყურადღების კონცენტრირებით.
იქიდან გამომდინარე, თუ როგორ იტანთ შიმშილობას, შესაძლებელია მიზანდასახული დამამშვიდებელი და სუნთქვითი ვარჯიშები, აგრეთვე ფიზიკური დატვირთვა.

სამკურნალო შიმშილობა მაირის მიხედვით
ავსტრიელი ექიმის ფრანც ქსავერ მაირის აზრით, სხვადასხვა სნეულებების, ნაადრევი სიბერისა და გარეგნული ნაკლოვანებების მიზეზი ნაწლავებში არსებული შხამებია. იგი გვთავაზობს ნაწლავების გასუფთავების შემდეგ მეთოდს: დილით, შუადღეს და საღამოს მივირთვათ თითო ორცხობილა. თითოეულ ლუკმას საჭიროა მივაყოლოთ 1 ჩაის კოვზი რძე. საღამოს ნებადართულია ფინჯანი ბალახეული ჩაი.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ორცხობილა დანაწილდეს პატარა ნაჭრებად. თითოეული ნაჭრის ჭამისას აუცილებელია, სულ ცოტა, 35 ღეჭვითი მოძრაობის შესრულება, სანამ თხევადი მასა არ მიიღება. მკურნალობას ემატება მუცლის მასაჟი და მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა.


სურ. 1. სამკურნალო შიმშილობის დროს პირში არასასიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ენა სუფთა რბილი კბილის ჯაგრისით გაიწმინდოთ.


სურ. 2 სხეულის ყოველდღიური მასაჟი მშრალი ჯაგრისით ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.


სურ. 3 შიმშილობის დროს თქვენი კანი შეიძლება მშრალი გახდეს, ამიტომ შხაპის შემდეგ სხეულზე წაისვით კოსმეტიკური ზეთი.
скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 270
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული