Реклама
» » ტკბილი სიმართლე – შოკოლადი ჯანმრთელობისა და ფიგურისთვის
Загрузка...
loading...

ტკბილი სიმართლე – შოკოლადი ჯანმრთელობისა და ფიგურისთვის

მეცნიერების რეკომენდაციით, თუ გსურთ, მუდამ ფორმაში იყოთ, მიირთვით შოკოლადი. კვლევამ, რომელიც ესპანეთში გრანადას უნივერსიტეტში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის მაგდალენა კვენკა-გარსიას ხელმძღვანელობით ჩაატარეს, აჩვენა, რომ ადამიანებს, ვინც დღეში 40 გრამამდე შოკოლადს ჭამენ, სხეულის მასის ინდექსი უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც შოკოლადის ჭამაზე უარს ამბობს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საქმე ფლავონოიდებშია, რასაც კაკაო შეიცავს. ეს ნივთიერება ამცირებს კორტიზოლის გამომუშავებას – სტრესის ჰორმონის, რომელიც მუცლის მიდამოში ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს. საუბარია არა მხოლოდ შავ შოკოლადზე, შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი სახის შოკოლადი.

შავი შოკოლადი მარგებელია გულისთვის, ამ დასკვნამდე კი ლუიზიანას შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ. კაკაოს მარცვლების შემადგენლობაში არის პოლიფენოლი, რომელიც ბიფიდო და რძემჟავა ბაქტერიების ზემოქმედებით, რომლებიც ადამიანის მხსვილ ნაწლავში ბინადრობენ, იშლებიან და გარდაიქმნებიან ნივთიერებებად, რომლებსაც ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნიათ.

„ახალ ხილთან ერთად მიღებისას ეს ეფექტი ძლიერდება,“ – ამტკიცებს ექიმი ჯონ ფაინლი, რომელიც გამოკვლევას ხელმძღვანელობდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტში კი, ნორვეგიელ კოლეგებთან ერთად დაამტკიცეს, რომ შოკოლადი ადამიანის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. ასე რომ, შოკოლადის ჭამის შემთხვევაში თქვენ უფრო ჭკვიანი იქნებით, ამასთან შეამცირებთ ალცჰაიმერის დაავადების რისკს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერმა ფრანც მესერლიმ კი სხვადასხვა ქვეყანაში ნობელის პრემიის ლაურეატების რაოდენობა შეადარა 1 სულ მოსახლეზე შოკოლადის მოხმარების რიცხვთან და პირდაპირპროპორციული დამოკიდებულება აღმოაჩინა. ორივე მაჩვენებელში ჩემპიონი შეიცარიაა.
скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 2 106
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული