Загрузка...

Реклама
» » პროდუქტები, რომელთა მირთმევა ღამეც შეიძლება ზედმეტი კილოგრამების მომეტების გარეშე
loading...

პროდუქტები, რომელთა მირთმევა ღამეც შეიძლება ზედმეტი კილოგრამების მომეტების გარეშე

სურთ იყოთ ყოველთვის ფორმაში? – მაშინ არასდროს თქვათ უარი ვახშამზე! გთავაზობთ პროდუქტების ნუსხას, რომლებიც ნებისმიერ დროს, ღამის საათებშიც კი, თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ.
ცნობილია, რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესი ღამე სუსტდება, მაგრამ არ წყვეტს ბოლომდე ფუნქციონირებას, რადგან მუშაობა ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს. კალორიები, რომლებსაც ვახშამზე ღებულობთ, თქვენი ორგანიზმის აქტიურობის შენარჩუნებაზე იხარჯება. ამასთან ერთად, პროდუქტები ვახშმისთვის არა მარტო დანაყრების შეგრძნებას უნდა იძლეოდეს, არამედ ყველა აუცილებელი ნივთიერებით ამარაგებდეს ორგანიზმს ღამე მუშაობისთვის, რადგან ის პირველ რიგში ჰორმონების გამოყოფისთვის მუშაობს. ღამე ძლიერდება სომატოტროპინის (რომელიც ხელს უწყობს კანის აღდგენას) და მელატონინის სინთეზი (ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტი). გარდა ამისა, ძილის დროს საკმაოდ აქტიურად გამოიყოფა კანის, თმის და ფრჩხილების უჯრედები.

იდეალური ვახშმი არ უნდა აღემატებოდეს 300 კალორიას. გარდა ამისა, ის ცილებისა და ნახშირწყლების კომბინაცია უნდა იყოს. ცილები – დანაყრებას უზრუნველყოფს, ნახშირწყლები კი – საწვავია, რომელიც ებრძვის ცხიმების დაგროვებას.

მაშ ასე, რომელი პროდუქტების მირთმევა შეგიძლიათ ღამე ისე რომ ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ ფიგურას –
ფრინველის თეთრი ხორცი
მოთუშული, შემწვარი, გრილზე მომზადებული ინდაურის ან ქათმის თეთრი ხორცი ვახშამზე, აუცილებელი ცილების საუკეთესო წყაროა. გასათვალისწინებელია, რომ მომზადების დროს არ გამოიყენოთ ცხიმი, რადგან ის კერძის კალორიულობას 30-40%-ით ზრდის. თეთრი ხორცი 200 კალორიას არ უნდა აღემატებოდეს, რაც დაახლოებით ქათმის ან ინდაურის ხორცის 125 გრამია.

ზღვის თევზი
მონელების თვალსაზრისით ეს პროდუქტი ნებისმიერი ტიპის ხორცს ჩამოიტოვებს უკან, რადგან მის გადამუშავებას სამ საათზე მეტი არ ჭირდება. მდირანის მობინადრეებისგან განსხვავებით, ზღვის თევზი იმ მიკროელემენტებითაა მდიდარი, რომლებიც კანის ცილების (კოლეგანი და ელასტანი) სინთეზისთვისაა აუცილებელი.

კალმარი
ზღვის პროდუქტების ყველაზე დიეტუირი ვარიანტია კალმარი, რომელიც არა მარტო ცილის წყაროა, არამედ საკმაოდ დიდი რაოდენობით იოდსაც შეიცავს. ეს მიკროელემენტი კი, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის სწრაფ პროცესს.

კვერცხი
დილის ტრადიციული პროდუქტი თავისუფლად შეიძლება იქცეს სასარგებლო ვახშმის მთავარ ინგრედიენტად. მაგალითად, შეგიძლიათ მოამზადოთ ფრიტატები ბოსტნეულით. ქათმის ცილა დაბალანსირებულია ამინომჟავის შემადგენლობით, ამიტომ ორგანიზმი ყველა იმ საჭირო ნივთიერებას ღებულობს, რაც ჰორმონების სინთიზს ესაჭიროება.

ოსპი
ოსპი ცილის და რთული ნახშირწყლების წყაროა. პარკოსანი მცენარეების ვახშამი კი, განსაკუთრებით ვეგეტარიანელთათვისაა რეკომენდირებული. გარდა ამისა, ოსპი შეუცვლელ ამინომჟავებსაც შეიცავს, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ თქვათ უარი ცხოველური ცხიმების მიღებაზე. ვახშმისთვის შავი ოსპი აიჩიეთ, რადგან ის ძალიან სწრაფად – სულ რაღაც ხუთ წუთში მზადდება.



კარტოფილი
ერთი შეხედვით არადიეტური ბოსტნეული, მშვენიერი გარნირია ხორცისთვის თუ მას სწორად მოიმზადებთ. მოხარშეთ კარტოფილი კანით, ნახევრად უმი დატოვეთ ორი საათით თავსახურის ქვეშ. შედეგად კარტოფილის სახამებელი პრებიოტიკად ანუ ნაწლავების სასარგებლო ბაქტერიების საკვებად გადაიქცევა. კარტოფილის კალორიულობა არ უნდა აღემატებოდეს 100-ს.

მწვანე ბოსტნეული
სალათის ფოთლები, კიტრი და ბულგარული წიწაკა იმ რთული ნახშირწყლების და წყალში ხსნადი ვიტამინების მშვენიერი წყაროა, რომლებიც აუცილებელია კანის უჯრედების წარმოსაქმნელად.

ღამე ორგანიზმის ენერგიით უზრუნველსაყოფად და ნივთიერებათა ცვლის პროცესის სწორი განვითარებისთვის, აუცილებელია ამგვარი სალათის დიდი რაოდენობით მიღება, ამიტომ გირჩევთ 200-250 გრამი ახალი მწვანე ბოოსტნეული რამდენიმე კოვზ მთელმარცვლოვან ბურღულეულთან (წიწიბურა, ბრინჯი) ერთად მიირთვათ.

სელის თესლი
ომეგა-3-ის ჯგუფის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების საუკეთესო წყაროა სელის თესლი, რომელიც აუცილებელია კანის უჯრედების სინთეზისთვის. შეგიძლიათ სელის თესლი სალათს ან ხორცისგან მომზადებულ კერძს მოაყაროთ.

ხაჭო
მათ ვისთვისაც მიუღებელია ძროხის რძის ცილები, შეუძლია ვახშამზე ცხიმგაცლილი ხაჭო მიირთვას. აღსანიშნავია, რომ ხაჭო მხოლოდ 1,5-2 საათით ანაყრებს, მისგან მომზადებული ხაჭოკვერა კი, შიმშილის გრძნობას მთელი ოთხი საათით დაგავიწყებთ.

მწვანე მჟავე ვაშლი
ვახშმისთვის კარგი იქნება ვაშლის შებრაწვა, რადგან ხილის მჟავები, რომლებსაც ის შეიცავს, მადას აღვიძებს. ვაშლი შესაძლოა გახდეს ორიგინალური გარნირი ხორცთან ან დაბალკალორიულ დესერტთან. დამატებითი ბონუსი – მისი ძირითადი კომპონენტი წყალში ხსნადი უჯრედისია, რაც ნაწლავების მიკროფლორის სასარგებლო ბაქტერიების საკვებია.

скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 563
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული