Реклама
» » ვაშლის დიეტა – ათი კილოგრამი ერთ კვირაში!
Загрузка...
loading...

ვაშლის დიეტა – ათი კილოგრამი ერთ კვირაში!

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ათი კილოგრამის ერთ კვირაში დაკლება – აბსოლუტურად რეალურია! რაც მთავარია, არაა საჭირო საკუთარი ჯანმრთელობით გარისკვა, შიმშილობა და სახიფათო პრეპარატების მიღება. გთავაზობთ ვაშლის დიეტას და გარანტირებულ წონაში დაკლებას!

ყველამ კარგად იცის, რომ ვაშლი ჩემპიონია პეკტინის შემცველობით, პეკტინს კი, ნებისმიერი საკვების კალორიულობის შემცირება შეუძლია, რადგან იმ ღრუბელივითაა, რომელიც ჯერ ისრუტავს ზედმეტ ცხიმსა და ნახშირწყლებს, მერე კი, ორგანიზმიდან გამოაქვს. ჯადოსნურ პეტკინს კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს – ის არ ებრძვის სასარგებლო ნივთიერებებს, ვიტამინებსა და მიკროელემენტებს ანუ აქრობს მხოლოდ მავნებელს და ინარჩუნებს სასარგებლოს.

ვაშლის დიეტა

პირველი დღე – ვაშლის დღე

საუზმე – ორ-სამ გახეხილ ვაშლს, დაუმატეთ ცოტა თხილი და მოასხით ლიმონის წვენი.
სადილი – სამი გახეხილი ვაშლი აურიეთ წვრილად დაჭერილ ოხრახუთან და მწვანე ხახვთან ერთად, მოაყარეთ გახეხილი კვერცხის ცილა, მოასხით ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი და ნატურალური იოგურტი.
ვახშამი – მიირთვით სამი საშუალო ზომის ვაშლი.
მეორე დღე – ბრინჯის დღე

საუზმე – ნახევარი ჩაის ჭიქა მოხარშული ბრინჯი და სამი ვაშლი ან ერთმანეთში აურიეთ ან ცალ-ცალკე მიირთვით.
სადილი – გაფცქვენით სამი ვაშლი, მოაცილეთ კურკები და ოთხ ნაწილად დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი და ნახევარი საათით გააჩერეთ. დაუმატეთ ერთი ლიმონის ცედრა და წვენი, მიღებული მასა აურიეთ მარილის გარეშე მოხარშულ ნახევარ ჩაის ჭიქა ბრინჯთან.
ვახშამი – მიირთვით ერთი პორცია (ნახევარი ჩაის ჭიქა) მოხარშული ბრინჯი.
მესამე დღე – ხაჭოს დღე

საუზმე – ორი ვაშლი და ცხიმგაცლილი ხაჭო ან აურიეთ ერთმანეთში ან ცალ-ცალკე მიირთვით. მთავარია, არ დაუმატოთ შაქარი.
სადილი – ცხიმგაცლილ ხაჭოს დაუმატეთ თხილი და პატარა ნაჭრებად დაჭრილი ვაშლი, მოასხით ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ცოტა ლიმონის წვენი და ისიამოვნეთ.
ვახშამი – მიირთვით 100 გრამი ხაჭო.
მეოთხე დღე – სტაფილოს დღე

საუზმე – ორ მსხვილ გახეხილ სტაფილოს და ერთ ვაშლს დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი.
სადილი – დილის სალათს ზეითუნის ზეთის მაგივრად დაუმატეთ თაფლი და ცოტა ლიმონის ცედრა.
ვახშამი – ორი ვაშლის გულში ჩადეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი და შეწვით აირღუმელში.
მეხუთე დღე – ჭარხლის და სტაფილოს დღე

საუზმე – ერთ მსხვილ გახეხილ ჭარხალს და სტაფილოს დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი.
სადილი – წყალზე მოხარშულ შვრიის ფაფას დაუმატეთ გახეხილი ვაშლი. გააკეთეთ მოხარშული კვერცხის, ჭარხლისა და სტაფილოს სალათი და მიირთვით.
ვახშამი – ორ-სამ გახეხილ სტაფილოს მოასხით ერთი ჩაის კოვზი თაფლი.
მეექვსე და მეშვიდე დღე – გაიმეორეთ პირველი და მეორე დღის რაციონი.

ვაშლის დიეტის პარალელურად მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი, მწვანე ჩაი და ბალახის ნაყენი. თავი შეიკავეთ ყავის დალევისგან, მიირთვით კენკრის კომპოტი და ახალგამოწურული ხილის წვენი. იმ შემთხვევაში კი, თუ ძალიან მოშივდათ, დიეტის ნებისმიერ დღეს შეგიძლიათ დაუმატოთ ორი-სამი ვაშლი.

скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 7 984
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული