Загрузка...

Реклама
» » რომელი ქვა მიესადაგება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს
loading...

რომელი ქვა მიესადაგება თქვენს ზოდიაქოს ნიშანს

ადამიანებს ყოველთვის სჯეროდათ, რომ ვარსკვლავები, ისევე როგორც ძვირფასი ქვები, მაგიური ძალის მატარებლები არიან. მოდით ვნახოთ, რომელი ძვირფასი ქვა შეესაბამება ზოდიაქოს 12 ნიშანს.

ვერძი – ბრილიანტი

ჯერ კიდევ ძველი დროიდან ეს ქვა წარმატების, იღბალისა და სიყვარულის სიმბოლოდ ითვლებოდა. ბრილიანტი ათავისუფლებს ადამიანს ეჭვებისგან და ეხმარება კონფლიქტის დაძლევაში. თუმცა, ბედნიერება ამ ქვას მოაქვს მხოლოდ გულწრფელი ადამიანებისთვის.
კურო – ზურმუხტი

ზურმუხტი სიყვარულის ქვაა და მის მფლობელს ხანგრძლივი სიყვარულის შენარჩუნებაში ეხმარება, ის ასევე ამტკიცებს ურთიერთობებს და ჰარმონია, სიბრძნე და სიმშვიდე მოაქვს ადამიანისთვის.



ტყუპები – მარგალიტი

მარგალიტს შეუძლია სიყვარული და წარმატება მოუტანოს მის მფლობელს. ასევე ეხმარება მსუბუქად გადაიტანოს დიდი დაბრკოლებები და აარიდოს თავი სტრესს.
კირჩხიბი – ლალი

ამ ალისფერი ქვის პოზიტიურ ენერგიას ადამიანისთვის სულერი სიმშვიდის შექმნა შეუძლია. ამ ქვისგან შექმნილ ბეჭედს შეუძლია შეგინარჩუნოთ სასიცოცხლო ძალა, აღმოაჩინოთ საკუთარ თავში მეტი შესაძლებლობები და გიბიძგოთ პოზიტიური ქმედებებისკენ.


ლომი – ციტრინი

ამ ოქროფერი ქვის დანიშნულება მრავალმხრივია. მას მატერიალური კეთილდღეობის ქვასაც უწოდებენ. ასევე მას შეუძლია გაათავისუფლოს ორგანიზმი სტრესისგან და ხელი შეუწყოს საჭმლის მომნელებელი სისტემის უკეთ მუშაობას.



ქალწული – საფირონი

საფირონის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ მას შეუძლია განდევნოს უარყოფითი ენერგია, დაალაგოს ფინანსური პრობლემები და შექმნას ხანგრძლივი, მყარი ურთიერთობები. განსაკუთრებული შეფერილობის გამო მას ბედის ქვასაც უწოდებენ. ის მოკრძალებული ქალის ქვაა, თუმცა ამავე დროს ზრდის სექსუალურობას.



სასწორი – ოპალი

ოპალს უამრავი ფერი აქვს და ყველა ტონალობა სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ღია ფერი სულიერი სიმშვიდისა და ჰარმონიის ნიშანია, მუქი ფერი ტყუილზე მიუთითებს და დაბრკოლებების დაძლევაში გეხმარებათ. ითვლება, რომ ოპალის ენერგეტიკა ქალის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას უწყობს ხელს.

7

მორიელი – ტოპაზი

ტოპაზი ეხმარება მის მფლობელს სხვა ადამიანების რეალური სურვილები დაინახოთ. ასევე შეიცნოთ სხვისი ფარული ჩანაფიქრები და ინტრიგები. ძველ დროში მას წინასწარმეტყველის ფუნქციაც კი ჰქონდა.



მშვილდოსანი – ფირუზი

ძველად ფირუზსს ბედნიერების ქვასაც უწოდებდნენ. ის ეხმარება ადამიანს ფინანსურ კეთილდღეობასა და კარიერულ წინსვლაში. ეს ქვა მატებს მის მფლობელს თავდაჯერებულობას და საკმაოდ სარისკო მოქმედებებისკენაც უბიძგებს.



თხის რქა – ძოწი

ეს ქვა სისუფთავის სიმბოლოდ არის მიჩნეული. ითვლება, რომ ძოწი განაწყობს ადამიანს პატივისცემისკენ და დეპრესიის დაძლევაშიც გეხმარებათ. კარგია ამ ქვის წაღება მოგზაურობაში. ის ამყარებს მეგობრობას და ზრდის მიზიდულობას პარტნიორებს შორის.


მერწყული – ამეთვისტო

ძველ დროში ექიმები თვლიდნენ, რომ ამ ქვას შეუძლია ორგანიზმი გაწმინდოს ტოქსინებისგან, მათ შორის ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისგან. ის ათავისუფლებს ადამიანს ცუდი ემოციებისგან და ფანტასტიურია მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.



თევზები – აქვა მარისი

ეს ქვა ფანტასტიურია მედიტაციის მოყვარულთათვის,ის ამშვიდებს და აწყნარებს ადამიანს. ძველად თვლიდნენ, რომ მას კარგი სამკურნალო ეფექტიც გააჩნდა.
скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 1 149
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული