Реклама
» » ჰერკულესის დიეტა – წონაში დაკლების საუკეთესო საშუალება
Загрузка...
loading...

ჰერკულესის დიეტა – წონაში დაკლების საუკეთესო საშუალება

ჰერკულესის დიეტა, სინამდვილეში ყველასთვის კარგად ნაცნობი შვრიის ფაფის დიეტაა, რომელიც საკმაოდ ადვილად დასაცავია და დიდი ხნით ინარჩუნებს ეფექტს. ჰერკულესის დიეტა დაგეხმარებათ დაიკლოთ წონაში შიმშილის გარეშე, რადგან შვრიის ფანტელი – ის “ნელი ნახშირწყლებია”, რომლებიც დიდი ხნით დაგანაყრებთ და ორგანიზმსაც საკმარისი ენერგიით მოამარაგებს. გარდა ამისა, ჰერკულესის დიეტა არ დაგტოვებთ სასარგებლო ნივთიერებების გარეშე, რადგან შვრია ფტორს, იოდს, რკინას და მაგნიუმს, ასევე სხვადასხვა ვიტამინებს შეიცავს. რა თქმა უნდა, საუბარია არა სწრაფი მომზადების ფანტელზე, არამედ ფაფაზე, რომელიც 10-15 წუთი იხარშება. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ პაკეტის ტკბილი ფაფით წონაში დაკლება, რადგან მასში ძალიან ბევრი ზედმეტი შაქარია. მოხარშეთ ტრადიციული შვრია, დაუმატეთ ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი და თქვენი საკვები არა მარტო გემრიელი, არამედ სასარგებლოც იქნება. არსებობს ჰერკულესის დიეტის რამდენიმე ვარიანტი, მაგალითისთვის გთავაზობთ ერთი კვირის რაციონს.

შვრიის ფაფა – დღეში 5-ჯერ, ხანგრძლიობა – 7 დღე

წყალზე მომზადებული შვრიის ფაფის რეცეპტი

მოხარშეთ შვრიის ფაფა შაქრისა და მარილის გარეშე, დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. შეგიძლიათ თქვენი ფაფა ცოტა კენკრით ან მწვანე ვაშლის ნაჭრებით გაამრავალფეროვნოთ. ერთი პორცია არ უნდა აღემატებოდეს 250 გრამს. დალიეთ მწვანე ან ბალახის ჩაი და დღეში სულ მცირე 2 ლიტრი წყალი (განსაკუთრებით საკვების მიღების წინ). შეგიძლიათ წაიხემსოთ ხილით ან ბოსტნეულით (დღეში ორი მწვანე ვაშლი ან ორი კიტრი).

კიდევ ერთი ვარიანტი – მენიუ კეფირით

შვრიის ფაფა – დღეში 4-5-ჯერ, ხანგრძლივობა – 5 დღე

დღეში 1,5 ლიტრი კეფირი და 2 ლიტრი წყალი. შვრიის ფანტელი 10-15 წუთით შეგიძლიათ
ერკულესის დიეტის შედეგი

ჰერკულესის დიეტა ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივ გაწმენდას და აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. გარდა ამისა, შვრია თქვენს გარეგნობაზეც ზრუნავს – დეტოქსიკაციის წყალობით წმინდავს კანს გამონაყარისგან და მსხვილი მუწუკებისგან. ერთკვირიანი დიეტის შემდეგ, თავშეკავებით გააგრძელეთ საკვების მიღება, პროფილაქტიკის მიზნით კი, ყოველ დილას ჰერკულესით ისაუზმეთ.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 4 858
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული