Загрузка...

Реклама
» » ხუთი თვისება, რომელიც მამაკაცებს ქალბატონებში ძალიან ხიბლავთ
loading...

ხუთი თვისება, რომელიც მამაკაცებს ქალბატონებში ძალიან ხიბლავთ

ფანტასტიურად ლამაზი, კარგი დიასახლისი, პროფესიულად წარმატებული თუ უზომოდ ერუდირებული? – მოდით, გავარკვიოთ ქალის რა თვისებებია მამაკაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და როგორ ქალს ისურვებენ გვერდით.

ვინც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავს
შესავალშივე ავღნიშნავთ, რომ საუბარი არაა სუპერმოდელის პარამეტრებზე, რადგან სიყვარულით ნებისმიერი ქალის – ყველაზე მინიატურულის და ფუშფუშა ფორმების პატრონის შეყვარებაც შეიძლება. მოდური ჟურნალების ცვალებადი ტრენდების ეტალონად ქცევაც არაფერ შუაშია, მითუმეტეს, რომ მამაკაცები მათ ძალიან იშვიათად ათვალიერებენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მამაკაცები სულაც არ არიან ბრმები და ყოველთვის ამჩნევენ ჭუჭყიან თმას, ცუდად გაკეთებულ წარბებს და მოუვლელ ფრჩხილებს. ამგვარი კატასტროფული სურათის შემდეგ კი, სამწუხაროდ მათთვის ძალიან რთულია დაინახონ თქვენი, შესაძლოა, მართლაც მშვენიერი შინაგანი სამყარო. მამაკაცისთვის ნაკლებად საინტერესოა რომელი კოლექციიდანაა თქვენი პომადა და რამდენად ძვირი დაგიჯდათ ახალი ფეხსაცმელი, მთელი ეს beauty და fashion წვრილმანები შეგიძლიათ დაქალებისთვის შეინახოთ, მამაკაცს კი, მოვლილი ქალის ნახვა სურს, რომლისთვისაც სულერთი არაა, როგორ გამოიყურება ოფისში და სახლში, სუპერმარკეტში ან სეირნობისას, მოსწონს საკუთარი თავის სარკეში ცქერა და ყოველთვის სექსუალურობას და თავდაჯერებულობას ასხივებს.

ვისაც შეუძლია იყოს ბედნიერი
თუ სასოწარკვეთილი ხართ და საკუთარ ოთახში გამოკეტილი ფიქრობთ, რომ სწორედ ახლა გამოჩნდება თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი და გადაგარჩენთ, ძალიან ცდებით. წიგნში “შენ – ქალღმერთი ხარ” მარი ფორლეომ სამართლიანად აღნიშნა, რომ ურთიერთობა არასდროს გახდება მაშველი რგოლი და მამაკაცებიდანაც ძალიან ცოტას თუ მოუნდება, იტვირთოს საკუთარ თავზე “გადამრჩენელი-ფსიქოთერაპევტის” ფუნქცია. უბედური ქალის მხოლოდ შეცოდება ან თანაგრძნობა, მასთან გულწრფელი საუბარი ან უკიდურეს შემთხვევაში დამეგობრება შეიძლება, მაგრამ სიყვარულით, მამაკაცებს მხოლოდ ბედნიერი ქალები უყვარდებათ. ბედნიერება არა საჩუქარია, რომელსაც ვინმე უსასყიდლოდ მოგიძღვნით, არამედ გაცნობიერებული არჩევანი და განსაკუთრებული დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, ანუ მიუხედავად სტრესისა და ყოველდღიური უსიამოვნებებისა ჰარმონიის შენარჩუნება და წვრილმანებით სიხარული, რაც მართალია, იშვიათი ნიჭია, მაგრამ მაგნიტივით იზიდავს მამაკაცებს.



ვინც არ ცდილობს შეცვალოს მამაკაცი
არ არსებობს ურთიერთობის გაფუჭების უკეთესი მეთოდი, ვიდრე გამუდმებული მცდელობა მოირგოთ პიგმალიონის როლი და გამოძერწოთ რეალური მამაკაციდან ახალი, გაუმჯობესებული ვერსია. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყველაფერში დედობრივი ინსტიქტია “დამნაშავე”, რომელიც ყოველთვის ცუდ დროს იწყებს მოქმედებას და გვაიძულებს უმნიშვნელო შენიშვნები და რჩევები მივცეთ მამაკაცებს. პარადოქსალური რჩევა – თუ გინდათ თქვენი რჩეული ცვლილებებზე შთააგონოთ, მიიღეთ ისეთი, როგორიც არის. მართალია, ამგვარი გადაწყვეტილება თქვენს განსაკუთრებულ სიბრძნესა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ ასეთი ბრძენი და მომთმენი ქალის გვერდით მამაკაცი უფრო ადვილად შეძლებს ტრანსფორმირებას, გაზრდას და წარმატებების მიღწევას, ვიდრე მასთან, ვინც საყვარელ ადამიანს გაუთავებლად “ხერხავს” და “წკიპურტებს ურტყავს თავში”.

მას, ვინც არ ცდილობს იყოს ყოველთვის მართალი
გაუთავებლად საკუთარი სიმართლის მტკიცებით, ჩვენ ვცდილობთ საკუთარი ინტელექტი და ერუდიცია წარმოვაჩინოთ და ეს ყველაფერი მაშინ, როცა მამაკაცი ბევრად უფრო აფასებს ქალის სიბრძნეს, დათმობაზე წასვლის და კომპრომისის უნარს. ჭკვიანი ქალი ნებისმიერ კამათში სულ ცოტა ათ არგუმენტს მაინც მოძებნის მამაკაცის კუთხეში მისამწყვდევად, ბრძენი ქალი კი – ყველა კამათს ხუმრობად აქცევს და არასდროს შეეშინდება დათმობის. მოგებულიც სწორედ ისაა, რადგან ნათვამია, “ბედნიერი ის კი არაა, ვინც მართალია, არამედ ისაა მართალი – ვინც ბედნიერია”. ასე რომ, სანამ ცხარე ინტელექტუალურ დისკუსიაში ჩაებმებით, დაფიქრდით, რაზე დებთ ფსონს – ჭკუაზე თუ სიბრძნეზე?!



მას, ვისაც შეუძლია შექება
პედაგოგიკაში არსებობს პრინციპი – ბავშვი ყოველთვის ცდილობს გაამართლოს ის შეფასება, რომელიც საკუთარი მისამართით ესმის ანუ თუ ბავშვს გაუთავებლად შეცდომებზე მიუთითებთ და არც შეურაცხმყოფელ სიტყვებს მოერიდებით, თქვენს გასაღიზიანებლად ის სწორედ ამ თვისებებს განავითარებს საკუთარ თავში. შეგიძლიათ პირიქით მოიქცეთ, რადგან შექებას და აღფრთოვანებას შთაგონება და საოცრებების მოხდენა შეუძლია. ზუსტად იგივე ფორმულა მუშაობს მამაკაცებთან ურთოერთობაშიც. შექება მათ ჰაერივით ჭირდებათ, მაშინაც კი, თუ უმნიშვნელო წვრილმანებზეა საუბარი. ასე რომ მოეშვით ჩვეულ ირონიას, ხშირად შეაქეთ, მოუხადეთ მადლობა თქვენს რჩეულს და დარწმუნდებით, რომ ის, ნებისმიერ გმირობაზე წავა თქვენი გულისთვის.

скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 619
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული