Реклама
» » განტვირთვის დღის ხუთი “გემრიელი” ვარიანტი
Загрузка...
loading...

განტვირთვის დღის ხუთი “გემრიელი” ვარიანტი

განტვირთვის დღე – არ ნიშნავს შიმშილს და მხოლოდ წყლის მიღებას. თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ შემოთავაზებული ვარიანტებიდან თქვენთვის სასურველი და მოაწყოთ განტვირთვის დღე, რომელიც არა მარტო წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, არამედ ჯანმრთელობასაც გაგიუმჯობესებთ.

განტვირთვის დღე ბანანით

ყველამ კარგად იცის ბანანის სასარგებლო თვისებების შესახებ. სპორტსმენები მას “ნატურალურ ენერგეტიკს” ეძახიან და კუნთოვანი ქსოვილის აღსადგენად მიირთმევენ. ექიმების განცხადებით – ბანანი უძილობის საუკეთესო წამალია და პაციენტებს მის მირთმევას ძილის წინ ურჩევენ, სილამაზის “ექსპერტების” მტკიცებით, ის სასიკეთოდ მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, დიეტოლოგების აზრით კი, კვირაში ერთხელ ბანანით განტვირთვის დღის მოწყობით, საგრძნობლად დაიკლებთ წონაში.

ბანანი ფრუქტოზას შეიცავს და აქრობს ტკბილისკენ მიდრეკილებას. დაბალი კალორიულობის მიუხედავად კი, სწრაფად ანაყრებს ორგანიზმს. ასე რომ, გაითვალისწინეთ და “ფასტ ფუდის” ნაცვლად ბანანით წაიხემსეთ.

ბანანით განტვირთვის დღის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. შეგიძლიათ მხოლოდ ბანანი და წყალი მიიღოთ (საუზმეზე, სადილზე და ვახშამზე მიირთით ბანანი და დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი) ან წყალი რძით ჩაანაცვლოთ (ბანანი და რძე ერთად ათქვიფეთ ბლენდერში). თუ ვერ დანაყრდით მაშინ ხაჭოც მიირთვით.
განტვირთვის დღე შოკოლადით

შოკოლადის განტვირთვის დღეები არა მარტო ტკბილის მოყვარულთათვის იქნება საინტერესო, არამედ მათთვისაც, ვისაც მაღალი წნევა აქვს. რა თქმა უნდა, განტვირთვის დღისთვის ნებისმიერი შოკოლადი არ გამოდგება – გვერდზე გადადეთ რძიანი შოკოლადი და ისეთი შეარჩიეთ, რომელიც სულ მცირე 80% კაკაოს შეიცავს.

განტვირთვის დღის ორი ვარიანტი არსებობს – შეგიძლიათ 80 გრამიანი შოკოლადი სამ ნაწილად გაყოთ და საუზმის, სადილის და ვახშმის ნაცვლად მიირთვათ, ან ათ-ათი გრამით ისიამოვნოთ დღეში რამდენჯერმე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წყალს – დღეში სულ ცოტა 1,5 – 2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ და რაც მთავარია, მორიგი პორციის მირთმევიდან სამი საათის შემდეგ.

განტვირთვის დღე ქათმის ფილეთი

თუ თქვენ ხორცის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, მაშინ ეს ვარიანტი სწორედ თქვენთვისაა. 700 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი გაყავით ექვს ნაწილად და მიირთვით ყოველ სამ საათში ერთხელ. დალიეთ ბევრი წყალი და თავი შეიკავეთ ყველა სხვა პროდუქტისგან ბოსტნეულის ჩათვლით. ამგვარი განტვირთვის დღის მიზანია დიდი რაოდენობით ცილის მიღება, რომელიც თავის მხრივ აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აიძულებს ორგანიზმს გამოიმუშაოს ცხიმის დამშლელი ფერმენტები. სხვათაშორის, თუ ვარჯიში არ დაგეზარებათ, მაშინ ერთ დღე-ღამეში თავისუფლად დაიკლებთ ერთ კილოგრამს.



განტვირთვის დღე ხილის კოქტეილით

წინას მსგავსად განტვირთვის დღის ამ ვარიანტის მიზანიც ორგანიზმის ცილებით შევსებაა. 500 გრამი ხაჭო, 0,5 ლიტრი კეფირი და ნაკლებად ტკბილი ხილი ათქვიფეთ ბლენდერში ისე, რომ კოქტეილი ძირითადად ხაჭოსა და კეფირისგან შედგებოდეს. ცილის დიდი რაოდენობით მიიღება დადებითად იმოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე. მათთვისაც, ვისაც ბოსტნეული უყვარს, ხილის მაგივრად შეუძლია ხაჭოს და კეფირს კიტრი და მწვანილი დაუმატოს.


განტვირთვის დღე ვაშლით

ყველაზე სასარგებლოდ მწვანე ვაშლი ითვლება, თუმცა ფრთხილად იყავით, თუ გასტრიტი ან კუჭის წყლული გაწუხებთ. დღის განმავლობაში შეგიძლიათ 1 კილოგრამამდე ვაშლი მიირთვათ, სადილზე კი, ხაჭო, კეფირი და თაფლი დაუმატოთ. არ დაგავიწყდეთ ნახევარი საათით ადრე მინერალური წყლის დალევაც.


განტვირთვის დღის ხუთი “გემრიელი” ვარიანტიგანტვირთვის დღის ხუთი “გემრიელი” ვარიანტიგანტვირთვის დღის ხუთი “გემრიელი” ვარიანტი



*****************************скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ნახვა: 510
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული