Реклама
» » 4 პროდუქტი, რომლის დეფიციტიც თავის ტკივილს იწვევს
Загрузка...
loading...

4 პროდუქტი, რომლის დეფიციტიც თავის ტკივილს იწვევს

თავის ტკივილი – მრავალი სხვა დაავადების თანამგზავრია, თუმცა არსებობს თავის ტკივილის ისეთი მძიმე და აუტანელი ფორმა, როგორიც შაკიკია. როგორც წესი, შაკიკის დროს ტკივილი თავის ტვინის ერთ ნახევარსფეროში ლოკალიზდება. დაავადება მეტწილად ემოციურ და სტრესისკენ მიდრეკილ ადამიანებს ემართებათ, ასეთი კი, მეცნიერების დასკვნით პლანეტის ყოველი მეესქვე მოსახლეა.

თავის ტკივილის მიზეზები

შაკიკისკენ მიდრეკილება მეტწილად მემკვიდრეობით, სქესით (ქალები უფრო ხშირად ავადდებიან), არასწორი ცხოვრების წესით და ფსიქოემოციონალური ფონითაა განპირობებული. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ასაკსაც. ექიმების გამოკვლევებით დადგიდა, რომ შაკიკით ძირითადად მოზარდები და ახალგაზრდები ავადდებიან, ასაკის მატებასთან ერთად კი, თავის ტკივილი შედარებით მსუბუქ ფორმაში გადადის.

შაკიკის განვითარებაში თავის როლს ასრულებს არასწორი კვებაც. არსებობს ნივთიერებათა ოთხი ძირითადი ჯგუფი, რომელთა დეფიციტიც ორგანიზმში, ძლიერ თავის ტკივილს იწვევს.

ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი В12

მათ, ვისაც ორგანიზმში ამ ნივთიერებების ნაკლებობა აღენიშნება, სხვებზე მეტადაა მიდრეკილი სტრესისკენ, სწრაფად კარგავს წონასწორობას და ყურადღებაც ყოველთვის გაფანტული აქვს. ხშირად თავის ტკივილის შემსუბუქებას ჩვენ ასპირინის შემცველი პრეპარატებით ვცდილობთ. ასპირინი კი, სწორედ ის ნივთიერებაა, რომელიც კიდევ უფრო ამცირებს ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას და ვიტამინ В12-ს.

ისპანახი – ჩემპიონია ფოლიუმის მჟავის შემცველობით. ამ ნივთიერებით მდიდარია ბროკოლი, ავოკადო, ჭარხალი, სტაფილო და გოგრა. ვიტამინ В12-ს კი, ქათმის კვერცხი შეიცავს.
სპილენძი და რკინა

სპილენძისა და რკინის დეფიციტი, რომელიც ქალებს უფრო ხშირად აღენიშნებათ, ანემიას, ჰიპერტონიას და შაკიკს იწვევს. სპილენძით მდიდარი პროდუქტებია ლობიო, თხილი, თხის ყველი და ავოკადო. მწვანილის, სალათის ფოთლების, მზესუმზირის, ღვიძლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს რეგულარული მიღება კი, რკინით უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზმს.
ვიტამინ В6

ვიტამინ В6, რომლის ნაკლებობაც სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს, ძირითადად ლობიოში, ახალ ბოსტნეულში და მარცვლოვან კულტურებშია. ასე რომ, მიირთვით ეს პროდუქტები თუ გსურთ შეინარჩუნოთ ჯანმრთელი გული, ნერვები და სისხლძარღვები.
ვიტამინ D

წელიწადის თბილ სეზონზე ვიტამინ D-ს ჩვენი ორგანიზმი მზის სხივების დახმარებით გამოიმუშავებს, ზამთარში კი, მისი შევსება საკვებიდან შეიძლება. კვერცხი, ზღვის და რძის პროდუქტები მდიდარია ამ ძალიან ძვირთასი ელემენტით, რომელიც სწორ ნივთიერებათა ცვლას უზრუნველყოფს.
 4 პროდუქტი, რომლის დეფიციტიც თავის ტკივილს იწვევს 4 პროდუქტი, რომლის დეფიციტიც თავის ტკივილს იწვევს 4 პროდუქტი, რომლის დეფიციტიც თავის ტკივილს იწვევსскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 593
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული