Реклама
» » კოსმეტიკა სამზარეულოდან: 6 სუპერრეცეპტი
Загрузка...
loading...

კოსმეტიკა სამზარეულოდან: 6 სუპერრეცეპტი

კანისა და თმის მოვლა ჩვეულებრივი პროდუქტების მეშვეობით არის შესაძლებელი. მაგალითად, თაფლისა და მანანის ბურღულის დახმარებით.
ბანანის ნიღაბი თმისთვის
1 ბანანი
1 ს.კ. თაფლი
2 ს.კ. ნაღები
აურიეთ ბლენდერში, წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 10 წუთით და დაიბანეთ თბილი წყლით.
შამპუნი საპნის გარეშე
1 ს.კ. მდოგვის ფხვნილი
2 ს.კ. იოგურტი
1 კვერცხის გული
1 ჩ.კ. თაფლი
1 ჩ.კ. ნებისმიერი მცენარეული ზეთი
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და წაისვით მშრალ თმაზე. დაიფარეთ სააბაზანოს ქუდი და გაიჩერეთ 20 წუთით. დაიბანეთ მცირე რაოდენობის ძმრით.
სახის კანის მათეთრებელი ნიღაბი
1 პომიდორი
2 ს.კ. რძე
2 ს.კ. ნებისმიერი ციტრუსის წვენი
მოურიეთ ბლენდერში, ბამბის დისკის მეშვეობით წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 3-5 წუთით. ამ საშუალების შენახვა არ შეიძლება,
ამიტომ მოამზადეთ მოხმარებამდე ყოველ ჯერზე.
თმის სავლები ლუდისა და ძმრისგან
¼ ჭიქა ლუდი
¼ ჭიქა ნატურალური ვაშლის ძმარი
მოურიეთ, წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 5 წუთით და დაიბანეთ თბილი წყლით.
სახის ნიღაბი-სკრაბი
1 ს.კ. შაქარი
1 ს.კ. მანანის ბურღული
1 ს.კ. იოგურტი
½ ჩ.კ. ლიმონის წვენი
მოურიეთ, წაისვით სახესა და ყელზე, გაიჩერეთ 3-5 წუთით, ჩამოიბანეთ რბილი ღრუბლის მეშვეობით.

სახის დამატენიანებელი ტონიკი

3 ჭიქა წყალი
ლიმონის ან ფორთოხლის კანი
მოხარშეთ ლიმონის ან ფორთოხლის კანი 15-30 წუთის განმავლობაში, დაწურეთ და გააცივეთ. გადაასხით პულველიზატორში, შეინახეთ მაცივარში. წასმის შემდეგ კანს დაბანა არ სჭირდება.
კოსმეტიკა სამზარეულოდან: 6 სუპერრეცეპტიკოსმეტიკა სამზარეულოდან: 6 სუპერრეცეპტიскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 729
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული