Реклама
» » თურმე -საინტერესო ფაქტები ჩაის შესახებ
Загрузка...
loading...

თურმე -საინტერესო ფაქტები ჩაის შესახებ

ჩაის სამშობლოში – ჩინეთში – ეს მცენარე ცნობილი იყო 4600 წლის წინათ, მაგრამ ჩაი განსაკუთრებით გავრცელდა VI საუკუნეში, როცა ჩინელმა ბუდისტებმა იგი წმინდა და სამკურნალო მცენარედ აღიარეს. ჩინელები ასეთ ლეგენდას ჰყვებიან ხოლმე მის შესახებ:

,,ოდესღაც დიდი ხნის წინათ, ყვითელ მიწაზე ცხოვრობდა ბუდას მოხუცი ბერი დარამა, ანუ ტა-მო. ერთხელ მან ბუდა სიზმარში ნახა და ისე გაუხარდა, რომ დაიფიცა დღეს და ღამეს თვალმოუხუჭავად ლოცვებში გავატარებო. დიდხანს ებრძოდა ძილს, მაგრამ ქანცგამოლეულს ერთხელ მაგრად დაეძინა. როცა გამოიღვიძა, დარამა ძალიან გაბრაზდა საკუთარ თავზე და თვალები, რომ აღარ დახუჭოდა, ქუთუთოები მოიჭრა და მიწაზე დაყარა. გადაყრილი ქუთუთოების ადგილას ამოვიდა ჩაის ბუჩქი, რომლის ფოთლები ძილის გამფრთხობ შესანიშნავ სითხეს იძლევა.”

ჩინეთში ჩაის გავრცელებას ხელი შეუწყო იმპერატორმა კიენგლონმა, რომელსაც ფაიფურის ფინჯნების ორი ფაბრიკა ჰქონია. მან თვითონ შეთხზა პოემა, რომელშიც ჩაის თვისებებს ადიდებდა და ბრძანა, რომ ეს პოემა დაეწრათ მის ფაბრიკაში დამზადებულ ფინჯნებზე. იმ დროს, იმპერატორის ლექსების წაუკითხაობა უხერხულად ითვლებოდა, ეს კი ხელს უწყობდა ფინჯნების გაყიდვასა და ჩაის პოპულარიზაციას.

ევროპელებს დიდხანს არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ ჩაიზე, მის მოყვანასა და მომზადებაზე. დასავლეთ ევროპაში ჩაი პირველად პორტუგალიური გემით შეიტანეს 1517 წელს, მაგრამ ჯერ იქ არ იცოდნენ მისი ხმარება. საქართველოში კი ჩაის პირველი პლანტაციები ბათუმის მახლობლად ჩაქვში გაუშენებიათ, ჩაის თესლები კი ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ცეილონიდან შემოიტანეს
მწვანე, თუ შავი ჩაი?

ბოლო დროს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება მწვანე ჩაი, რომელიც თანდათან აძევებს ტრადიციულ შავს ჩაის
თუმცა ჩაის როგორც ერთი, ისე მეორე სახეობისათვის ნედლეულს ერთი და იმავე ბუჩქიდან კრეფენ, მაგრამ შავ ჩაის ფერმენტატული დამუშავების შემდეგ იღებენ, მწვანე ჩაი კი ინარჩუნებს თავის ნატურალურ სახეს და თვისებებს.

.
როგორია ჩაის სასარგებლო თვისებები?

ჩაი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს (15-30%), ეთეროვან ზეთებს (0,02 %), ცილოვან ნივთიერებებს (16-25 %), თავისუფალ ამინომჟავებს, ორგანულ მჟავებს, ფერმენტებს, პექტინურ ნივთიერებას, ნახშირწყლებს და ვიტამინებს. განსაკუთრებით მდიდარია იგი C და P ვიტამინებით. ჩაის კალორიულობა 25-ჯერ მეტია ხორბლის პურთან შედარებით. როგორც გამოკვლე-ვებმა ცხადყო, ჩაი შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებას – თეოტანინს, რომელსაც უნარი აქვს შეზღუდოს და მოსპოს სხვადასხვაგვარი ბაქტერიები.

მწვანე ჩაი ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ისეთ დაავადებათა წინააღმდეგ, როგორიცაა ღვიძლის ქრონიკული ანთება, დიზენტერია, სისხლის წნევა, მწვავე ნეფრიტი. ეს სასმელი დაბერების პროცესის შემაფერხებელ ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს, რაც იაპონელმა მეცნიერებმაც დაადასტურეს. კერძოდ, იმ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც დღეში 3-4 ფინჯან მწვანე ჩაის სვამდა, 20%-ით გაიწმინდა ტოქსინებისაგან. სამაგიეროდ, ინდოელი მეცნიერების გამოკვლევებმა დაასაბუთეს შავი ჩაის დიდი დამსახურება მხედველობის გაუმჯობესებაში. მათი აზრით, ის ხელს უშლის თვალის დაავადებების განვითარებას.

ამდენი კარგი ამბის შემდეგ კი აუცილებელია ერთი ფინჯანი ჩაის მიღება, ოღონდ კარგი ჩაის. დამერწმუნეთ ეს საუკეთესო სასმელია.

------. ცივი ჩაი იქნა გამოგონილი 1904 წელს, გამოიგოინა როიჩარდ ბლეცინდერმა და იმის მერე ამერიკაში 80% ჩაი იყიდება როგორც ცივი ჩაი.

------ ერთჯერადი ჩაი გამოიგონა ერთმა ნიუიორკელმა ვაჭარმა ტომას სალივანმა, ის მიხვდა რომ ჩაის მოწოდება პატარა რკინის ქილებით ძვირი უჯდებიოდა და გადაწყვიდა ჩაი შემოეტანა ქაღალდის პაკეტებით.ერთხელ მას შემთხვევთ ჩაუვარდა წყალში ქაღალდში გახვეული ჩაი და რომ დააკვირდა მიხვდა რომ ჩვეულებრივი ჩაი მომზადდა:)

-------ამერიკელები საშუალოდ 50 მილიარდ ჭიქა ჩაის სვავენ წელიწადში, საიდანაც 40 მილიარდი არის ცივი ჩაი.

-------ინგლისში სიამოვნებთ ჩაის დალევა როდესაც თავიდან დაასხავენ რძეს და მერე დაუმატებენ ჩაის, ამ მეთოდს ინგლისური ჩაის მეთოდიც კი შეარქვეს. ჩაი რუსულად ეს არის ჩაი შაქრით და ლიმნით.
--------. ჩაი არ შეიძლება რომ ადუღო, ის თავის არომატს ჰკარგავს ორთქლთან ერთად.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 785
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული