Реклама
» » კულინარიული ისტორიები-რა არის ხარჩო და რატომ ჰქვია მას ასე
Загрузка...
loading...

კულინარიული ისტორიები-რა არის ხარჩო და რატომ ჰქვია მას ასე

რა არის ხარჩო და რატომ ჰქვია მას ასე

ხარჩოს გაგონებაზე არა მხოლოდ ქართველს, არამედ მთელს პოსტსაბჭოურ ტერიტორიაზე მცხოვრებ ნებისმიერი ეროვნების ადამიანს, გემრიელი და საუცხოო არომატებით გაჯერებული წვნიანი წარმოუდგება თვალწინ.
საბჭოური პერიოდის რუსმა კულინარმა და კულიარიის მკვლევარმა, ვილიამ პოხლიობკინმა, მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა კვების საკითხების შესწავლას და უამრავი სიკეთე გააკეთა ამ გზაზე, თუმცა მრავალი მცდარი შეხედულაც გაავრცელა. ზუსტად მისი დანერგილია აზრი იმის შესახებ, რომ ხარჩო მხოლოდ და მხოლოდ «გრუდინკისაგან» (საქონლის მკერდის ხრტილიანი ნაწილი) მომზადებული წვნიანია, და მას ხარჩო იმიტომ ჰქვია, რომ, თურმე , რომ «ძროხის ხორცი ვხარშოთ», კი, ნამდვილად უნდა ვხარშოთ, მაგრამ არა მხოლოდ საქონლის ხორცი, ვინაიდან, ჩვენთვის, ქართველებისათვის კარგადაა ცნობილი, რომ ხარჩო საქართველოში ქათმის, იხვის, ბატკნის, ღორის, ინდაურის, ბატის, თართის, ზუთხის, სოკოსი, პურისა და ბოსტნეულისაც კი მზადდება.
იმ კერძთა გამაერთიანებელი, რომელთაც საქართველოში ხარჩოს უწოდებენ გახლავთ ის, რომ ისინი წვნიანს წარმოადგენენ და მათ მოსამზადებლად აუცილებლად გამოიყენებენ ბრინჯს, ნიგოზს, თხილს, ღომს, დაჩეჩქვილ ხორბალს, მჭადის ფქვილს, ლავაშის ნატეხებსაც კი.
კულინარიული ისტორიები-რა არის ხარჩო და რატომ ჰქვია მას ასე
კულინარიული ისტორიები-რა არის ხარჩო და რატომ ჰქვია მას ასეскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 158
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული