Реклама
» » როგორ გავწმინდოთ უარყოფითი ენერგეტიკისგან ოქროს ნაკეთობები

როგორ გავწმინდოთ უარყოფითი ენერგეტიკისგან ოქროს ნაკეთობები

ოქროს ნაკეთობა სხვა ადამიანის უარყოფით ენერგეტიკას ინახავს, თანაც არა მარტო თავისი მფლობელის, არამედ იმ ადამიანისაც, ვინც უბრალოდ ხელში დაიჭირა ან მოიზომა. ასეთმა ნივთმა შეიძლება თქვენს მომავალსა და ჯანმრთელობაზე სერიოზული გავლენა იქონიოს...
1. უარყოფითი ენერგეტიკისგან ოქროს გაწმენდის ყველაზე მარტივი მეთოდი მისი გამდინარე წყლის ქვეშ გაჩერებაა. ჩადეთ სამკაული უხეში ქსოვილისგან შეკერილ ტომსიკაში და გამდინარე წყლის ქვეშ დაახლოებით 1 საათი გააჩერეთ.

2. ნეგატიურ ენერგეტიკას იდეალურად ანეიტრალებს მზის სხივები. დაალაგეთ სამკაულები მზის მხარეს მდებარე ფანჯრის რაფაზე (მხოლოდ საძინებელში არა) და 7 დღე დატოვეთ.

3. ცეცხლის ალი უარყოფითი ენერგეტიკის კარგი გამწმენდია. აანთეთ სანთელი და პინცეტის დახმარებით, სამკაული 5-10 წუთით, ცეცხლის ალში გააჩერეთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდი მხოლოდ უთვლებო სამკაულებისთვისაა გათვალისწინებული.

4. თითქოს უცნაურია, მაგრამ ნეგატიურ ენერგეტიკას ზარების ჟღარუნიც ანეიტრალებს. სამკაულები ხელსახოცზე დააწყვეთ და მის სიახლოვეს პატარა ზარი აჟღარუნეთ ან ზარების რეკვის ხმა ჩაიწერეთ და სამკაულების სიახლოვეს ჩართეთ.

5. უძველესი დროიდან ცნობილია, რომ მარილი უარყოფით ენერგიას შთანთქავს. პატარა ჯამი მარილით გაავსეთ, შიგნით ოქროს სამკაულები მოათავსეთ (ისე, რომ მარილმა დაფაროს) და 3-4 დღე დატოვეთ. ამის შემდეგ ოქრო მარილიდან პინცეტის დახმარებით, ფრთხილად ამოიღეთ, ისე, რომ მარილს ხელით არ შეეხოთ და გამდინარე წყლის ქვეშ რამდენიმე წუთი გააჩერეთ. მარილი უნიტაზში ჩაუშვით და მარილის ჯამი გამდინარე წყლის ქვეშ გარეცხეთ.

წყარო: marrietta.ru
როგორ გავწმინდოთ უარყოფითი ენერგეტიკისგან ოქროს ნაკეთობები
როგორ გავწმინდოთ უარყოფითი ენერგეტიკისგან ოქროს ნაკეთობებიскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 5-02-2018, 13:31
ნანახია: 638
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама