Реклама
» » ყველაზე პრინციპული და უნებისყოფო ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
Загрузка...
loading...

ყველაზე პრინციპული და უნებისყოფო ადამიანები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ასტროლოგები თვლიან, რომ ამა თუ იმ ადამიანში სიჯიუტის მიზეზები და მისი გამოვლინების გზები სხვადასხვაგვარია. არსებობს ხალხი, რომელსაც უბრალოდ უყვარს ე.წ. "ვირზე შეჯდომა" ამიტომ არაფრის დიდებით ცვლის პოზიციას, თუმცა ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომელნიც გონივრულად უფიქრდებიან საკუთარ შეცდომებს და არც იმის აღიარება რცხვენიათ, რომ ეშლებოდათ. სიჯიუტე ნაკლი არ გახლავთ, თუმცა არც საკუთარი შეცდომის გულწრფელი აღიარებაა სილაჩრის მიმანიშნებელი.

თუკი იმის გარკვევა გაინტერესებთ, რომელი ნიშნის წარმომადგენელთან გაგიჭირდებათ მოლაპარაკება ამა თუ იმ საკითხზე, პირველ რიგში კარდინალურ და ფიქსირებულ ნიშნებს უნდა გადახედოთ. ვერძები, ლომები, კირჩხიბები, თხის რქები, მერწყულები, სასწორები, მორიელები, კუროები ერთობ ჯიუტ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნებიან. თუმცა გაცილებით იოლია კონსესუსზე დაიყოლიოთ ვერძი, სასწორი, კირჩხიბი ან ლომი ვიდრე დანარჩენები. განსაკუთრებული "ბრმა" სიჯიუტე ამ მხრივ კუროებს, თხის რქებს და მორიელებს ახასიათებთ. მათთვის ხშირად პრინციპის საქმეც კია პირველადი ჩვენების არ შეცვლა.

გაცილებით იოლად იცვლიან აზრს და შესაბამისად, მარტივად ეხერხებათ ბოდიშის მოხდაც მუტაბელურ ნიშნებს - ტყუპს, ქალწულებს, თევზებს და მშვილდოსნებს. მათ შორის ყველაზე გულმავიწყი ამ მხრივ ტყუპი და მშვილდოსანია. ყველაზე "მძიმე არტილერიად" კი მუტაბელურებს შორის ასტროლოგები ქალწულებს მოიაზრებენ. ამ ადამიანებმა ზედმეტად იციან წვრილმანებში კირკიტი და ისეთ რამეს მიიჩნევენ ხშირად პრობლემად, რაც სრულებით არ ღირს სანერვიულოდ. რაც შეეხებათ თევზებს, მათთან მოლაპარაკება დროის ამბავია. უნდა აცალოთ, რომ ემოციების ტალღამ გადაუაროს, შემდგომ ამისა კი მათთვის გულის აჩუყება მარტივზე მარტივი ამბავია.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 44
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული