Реклама
» » მუსლიმანურ სამყაროში ,თამარ მეფის შვილიშვილი, გურჯი ხათუნის სახელით ცნობილი ქართველი ქალის ცხოვრება
Загрузка...
loading...

მუსლიმანურ სამყაროში ,თამარ მეფის შვილიშვილი, გურჯი ხათუნის სახელით ცნობილი ქართველი ქალის ცხოვრება

მუსლიმანურ სამყაროში გურჯი ხათუნის სახელით ცნობილი ქართველი ქალის ცხოვრება დღემდე ლეგენდებისა და მითების საბურველშია გახვეული. სილამაზითა და გონიერებით გამორჩეულ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, სელჯუკთა იმპერიის მმართველი გახდა, სახელოვან ბებიას - თამარ მეფეს ადარებდნენ და ეთაყვანებოდნენ. მას უმღეროდა აღმოსავლეთის პოეზია.

გურჯი ხათუნის სევდიანი და ამაღელვებელი ისტორია მაშინ დაიწყო, როცა ცამეტი წლისა მშობლის კალთას მოსწყვიტეს და სელჯუკთა ახალგაზრდა მბრძანებელს ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ს მიათხოვეს.
ზნეკეთილმა და მშვენიერმა თამარმა სულთანი იმდენად მოხიბლა, რომ მის გარდა, ყველა ცოლი დაავიწყა, რაც კინაღამ ძვირად დაუჯდა - ცოლებიდან ერთ-ერთმა თამარის თავიდან მოცილება გადაწყვიტა და მოწამლა. საბოლოოდ, გურჯი ხათუნი სიკვდილს გადაურჩა, შურისმაძიებელი ცოლი კი ვერა - სულთანმა ის სიკვდილით დასაჯა.


ამ შემთხვევის შემდეგ სულთანს ცოლი კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა და თავისი სიყვარულის უკვდავსაყოფად, გურჯი ხათუნის სახის მონეტაზე ამოტვიფრა გადაწყვიტა.
ვინაიდან მუსლიმანური კანონები ქალის სახის გამოსახვას კრძალავდა, ყაის ედ-დინმა ეშმაკობა იხმარა - 1236 წელს გამოვიდა სახელმწიფოს ახალი ფულის ერთეული - მონეტა, რომელზეც ამოტვიფრული იყო ფაფარაყრილი ლომი და მანათობელი მზე, რომლის დისკოში თამარის სახე იკვეთებოდა.


სწორედ XIII საუკუნის ვერცხლის მონეტიდან დაედო სათავე მაჰმადიანური სამყაროს სიმბოლიკებზე ლომისა და მზის გამოსახვას. მზისა და ლომის სიმბოლო შემდგომ სელჯუკთა სხვა სულთნებმა, მოგვიანებით კი სპარსელებმაც გამოიყენეს.



ქრისტიანულ გარემოში ლაღად აღზრდილი ქართველი მეფის ასულისთვის ისლამურ სამყაროში ცხოვრება მეტისმეტად მძიმე იქნებოდა, რომ არა უდიდესი ავტორიტეტი, რომელიც თავისი ქველმოქმედებით, სათნოებითა და ღვთის მოშიშობით მოიპოვა.
ქმრისა და ხალხის სიყვარულით გარემოცულ დედოფალს სულთნისგან სრული თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული. საქართველოს სამეფო კართან დადებული შეთანხმების თანახმად, მას არავინ უშლიდა ქრისტიანული წესების დაცვას, ლოცვასა და საღვთო ლიტურგიებზე დასწრებას. ალბათ, ყველაფერი ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა თამარის დედის უგუნური გადაწყვეტილება, რომლითაც საკუთარ შვილს უბედურება დაატეხა თავს.

სამწუხაროდ, სახელოვანი დედის, თამარ მეფისგან განსხვავებით, რუსუდანი გონიერებით, შორსმჭვრეტელობითა და პატიოსნებით არ გამოირჩეოდა. მემატიანე იუწყება, რომ მან ღვთის შიში და ძმის ანდერძი დაივიწყა და თავისი ძისთვის - დავით ნარინისთვის სამეფო ტახტისკენ გზის გასაკვალად, საკუთარი ძმისწული დავით ულუ სიძესა და ასულს კონიაში მოსაკლავად გაუგზავნა.
თუმცა, თამარმა და ყაის ედ-დინმა რუსუდანის დავალების შესრულებაზე სასტიკი უარი განაცხადეს და დავითი უფრო მეტად შეიყვარეს.


ბოროტებისგან გონებადაბნელებულმა რუსუდანმა შვილზე შურისძიება განიზრახა და სულთანს აცნობა, რომ თამარსა და დავითს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ.
ამ ცნობამ, რა თქმა უნდა, ჭაბუკი სულთანი სასტიკად განარისხა. მან სათაყვანებელ მეუღლეს უმოწყალოდ სცემა, ყველა ხატი და სიწმინდე დაულეწა, მღვდელმსახურები დაუხოცა და სჯულის შეცვლა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით დაემუქრა.
„უპატიოდ განითრია ცოლი თვისი, მოფხურითა თმათა და ფერხითა ძლიერად უხეთქნა პირსა მისსა მშვენიერსა“.


თამარი განსაცდელისგან იმ დროს კონიაში მოღვაწე პოეტმა და ფილოსოფოსმა, აღმოსავლეთის უდიდესმა მოაზროვნემ და სულთნის კარზე დაფასებულმა მევლანა ჯალალ-ედ-დინ რუმმა იხსნა.
ის თავის ერთ ეპისტოლეში თამარ დედოფლის შესახებ წერდა: მწყალობელი და დიდსულოვანი, საეჭვო საქმეთაგან განრიდებული, ჭეშმარიტი მონა ღმრთისა, ქალბატონთა ღირსება, მათ შორის ყველაზე უმწიკლო და ნამუსიანი კეთილბუნებოვანი და სათნომყოფელი, მომავლის მჭვრეტელი, სიკეთის მთესველი“.

ჯალალ-ედ-დინ რუმი დაეხმარა თამარს, რომ გარეგნულად ისლამი ეღიარებინა, სულით კი ქრისტიანობის ერთგული დარჩენილიყო, თუმცა თამარს სიმშვიდე არც ამის შემდეგ ღირსებია - ქართველ დედოფალზე ფარულად გამიჯნურებულმა სულთნის პირველმა ვეზირმა ფერვანმა ყაის ედ-დინი მოაწამვლინა და, სასულთნოს კანონების თანახმად, დედოფალი ცოლად შეირთო.
სულთნის მსგავსად, ქართველ დედოფალს ვეზირი ფერვანიც აღმერთებდა, თუმცა მისგან კეთილგანწყობა ვერაფრით მოიპოვა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, მათ ერთად აღარასოდეს უცხოვრიათ.
თამარს კიდევ ერთი უბედურება ელოდა - მისი და ყაის ედ-დინის 18 წლის შვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ, სელჯუკიანთა სასულთნოს დედოფლის კვალი იკარგება.
სახელოვანი ბებიის მსგავსად, თამარის საფლავის ადგილმდებარეობაც უცნობია.

აღმოსავლური მითების თანახმად, იგი დღემდე კაბადოკიის კლდეებში ცხოვრობს. ზოგი კი ამტკიცებს, რომ თამარი ზღვის ტალღებს საქართველოსკენ გაჰყვა.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 35
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული