Реклама
» » ყვითელი ნარცისისგან მეცნიერებმა კიბოსსაწინააღმდეგო ნაერთი გამოყვეს
Загрузка...
loading...

ყვითელი ნარცისისგან მეცნიერებმა კიბოსსაწინააღმდეგო ნაერთი გამოყვეს

ყვითელი ნარცისისგან მეცნიერებმა კიბოსსაწინააღმდეგო ნაერთი ჰემანთამინი (haemanthamine)გამოყვეს. ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ეს ნაერთი უერთდება კიბოს უჯრედების რიბოსომებს (სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უჯრედული ელემენტები, რომელბიც ასინთეზირებენ ცილებს).

არაკონტროლირებული ზრდის შესანარჩუნებლად, კიბოს უჯრედები ცილების გაძლიერებულ სინთეზს ახდენენ. ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარეები ხდებიან რიბოსომების მუშაობის შესამუხრუჭებელი ან ცილების წარმოების დამამუხრუჭებელი თერაპიის მიმართ. ყვავილის ჰემანთამინს სწორედ ეს შეუძლია, რაც კიბოს განვითარების შეფერხების საშუალებას იძლევა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჰემანტამინი კიბოს უჯრედებში თავად რიბოსომების წარმოებასაც ამუხრუჭებს. ასეთი სტრესი ააქტიურებს ორგანიზმში კიბოსსაწინაარმდეგო მექანიზმს, რაც ცილა p53-ის სტაბილიზაციას და კიბოს
უჯრედების განადგურებას იწვევს.

მეცნიერები აღიარებენ, რომ ნარცისები საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში, ახლა კი მისი ძირითადი დადებითი თვისებები დადგინდა.
скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 85
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული